четверг, 11 апреля 2019 г.

მერვე კლასის, შეფასების ჯგუფისათვის წარდგენილი, გაკვეთილი


                                                                       შეფასებული გაკვეთილის დოკუმენტაცია
                                                                                                  ს ა რ ჩ ე ვ ი
1.          გაკვეთილის გეგმა      --------------------------------------------------------------------------------------------     2 გვ.
2.          გაკვეთილის მსვლელობა     -------------------------------------------------------------------------------------     7 გვ.
3.          შეფასების ტიპები და მეთოდები (დანართი-1)  --------------------------------------------------------------    11 გვ.
4.          ვალენტობის წესები ჯგუფური მუშაობის დროს (დანართი-2)  --------------------------------------------    13 გვ.
5.          ჯგუფური სამუშაო (დანართი-3)    -----------------------------------------------------------------------------    14 გვ.
6.          გაკვეთილის პრეზენტაცია (დანართი-4)    --------------------------------------------------------------------    16 გვ.
7.          რესურსი-1: ვიდეო ფილმი „მუსიკა და ქიმია“ (დანართი-5)   ----------------------------------------------    17 გვ.
8.          რესურსი-2: ვალენტობის ცხრილი (ფერადი)  (დანართი-6)    ----------------------------------------------    18 გვ.
9.          რესურსი-3: (სქემა - ვიცი/გავიგე/მინდა ვიცოდე) (დანართი-7)  -------------------------------------------    19 გვ.
10.      გაკვათილის რეფლექსია  (დანართი-8)   ----------------------------------------------------------------------    20 გვ.
   








2
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: მერვე
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
თემა: ვალენტობით ფორმულების შედგენა. პრაქტიკული მეცადინეობა.
მიზანი: შეისწავლიან ვალენტობით ფორმულების შედგენის წესებს და შეადგენენ მოლეკულურ და სტრუქტურულ ფორმულებს. ფორმულების დახმარებით დაადგენენ ელემენტთა ვალენტობას და ნამუშევარს წარმოადგენენ სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
განსავითარებელი უნარ-ჩვევებია: საკომუნიკაციო (თანამშრომლობითი), კვლევის (განხილულისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა) და ყურადღების მობილიზების უნარ-ჩვევის განვითარება.
N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: კლასთან მისალმება,  ჟურნალის მოწესრიგება, გაკვეთილის თემის, მიზნებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
ვერბალური  ახსნა
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები,
შეფასების რუბრიკა
2 წთ
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი, შეფასების კრიტერიუმები.
2
გამოწვევა/პროვოცირება:  განვლილი მსალის გახსენება.
 1. რა არის ვალენტობა,
2. რამდენგვარია იგი და შესაბმისად ელემენტებიც რამდენგვარია,
 3. როგორ აღინიშნება და სად იწერება ვალენტობა,
 4. რომელ სიტყვასთან ასოცირდება სიტყვა ვალენტობა,
 5. რომელ მეცნიერს ეკუთვნის ამ სიტყვის განმარტება,
6. რა არის სტრუქტურული ფორმულა,
 7. როგორ ვადგენთ ფორმულით ელემენტთა ვალენტობებს.
გონებრივი იერიში
მთელ კლასთან

5 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ ყურადღების მობილიზება და გაკვეთილის პროცესში ჩართვა.
3
გაკვეთილში ჩართულობის მოტივაციის გაზრდისათვის ვიდეო ფილმის „მუსიკა და ქიმია“ ჩვენება.
ფილმის ჩვენება
მთელ კლასთან
ვიდეო ფილმი, პროექტორი, კომპიუტერი.
3 წთ
მოსწავლეები მოტივირებული არიან ხალისით ჩაერთონ გაკვეთილში.
4
შინაარსის რეალიზება/ახალი ცოდნის კონსტრუირება:  (ახალი მასალის ახსნა) - როგორ შევადგინოთ ქიმიური ფორმულები ვალენტობის დახმარებით. ვაცნობ ვალენტობის წესებს თავისი შესაბამისი მაგალითების დაფაზე განხილვით.
მინი ლექცია
მთელ კლასთან
დაფა, ცარცი
5 წთ
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ვალენტობის წესების შესახებ.
5
რეფლექსია/მთავარი იდეების შეჯამება, ახსნილი მასალის გააზრების, შეძენილი უნარების განვითარება-გამყარებისათვის სვარჯიშოების ამოხსნა - ვურიგებ მოსწავლეებს წესებს რითაც უნდა იხელმძღვანელონ, მარკერებს და ფლიპჩარტებს რაზეც უნდა იმუშაონ და ასევე კლასს ვყოფ 3-4 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას I. დაადგინონ ნაერთების ფორმულები ვალენტობის დახმარებით,  II. ნაერთის ფორმულში დაადგინონ ელემენტთა ვალენტობები,  III. შეადგინონ სამივე ამ ნერთის სტრუქტურული ფორმულები და სტრუქტურები წარმოადგინონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით (მათ შორის როლური თამაშით/ქანდაკებით).
პრაქტიკულისამუშაო
ჯგუფურად
ფლიპჩარტი, სკოჩი, ფერადი მარკერები, თეთრი თაბახის ფურცლები,
ელემენტთა ვალენტობის ცხრილი.
15 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ მცირე ჯგუფებში თანამშრომლობა.
6
შესრულებული დავალების პრეზენტაცია. მოსწავლეები ჯგუფებში  შეარჩევენ პრეზენტატორს და მოემზადებიან პრეზენტაციისთვის, წინასწარ დაფაზე სკოჩით გააკრავენ ფლიპჩარტს, რომელზეც დავალებაა შესრულებული. პრეზენტატორი აუხსნის კლასს, თუ როგორ შეასრულეს დავალება.
პრეზენტაცია
ჯგუფურად

6 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ პრეზენტაციის გაკეთება.
7
სქემის ვიცი/გავიგე/მინდა ვიცოდეს შევსება. მოსწავლეები ასახელებენ საკითხებს რაც იცოდნენ, ესენია: რა არის ვალენტობა, რამდენგვარია, როგორ იწერება და სად, იცოდნენ  რა არის სტრუქტურული ფორმულა, ვალენტობის დადგენა ფორმულაში. / გაიგეს როგორ დაადგინონ სრულყოფილი ფორმულა ვალენტობის დახმარებით/ უნდათ, რომ იცოდნენ ამ ფორმულების გამოყენებით რეაქციების შედგენა, რომელსაც შეისწავლიან შემდეგი გაკვეთილებიდან.
კითხვა-პასუხით
მთელ კლასთან
სქემა ვიცი/გავიგე/მინდა ვიცოდე
5 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ მიღებული ცოდნის გაანალიზება-შეჯამება.
8
მოსწავლეთა შეფასება: ფასდება  ჯგუფებში შესრულებული სამუშაოს ანგარიში/პრეზენტატორი.
განმავითარებელი კომენტარი
და განმსაზღრელი ქულის მინიჭება
ინდივიდუალურად
საკლასო დავალების შეფასების რუბრიკა
2 წთ
ცოდნის დონის განსაზღვრა.
9
საშინაო დავალების მიცემა: დავუნიშნავ გაკვეთილის ბოლოში მოცემულ დავალებას და მივცემ გარკვეულ მითითებებს.
ინსტრუქტაჟის მიცემა
მთელ კლასთან
მე-8 კლასის ქიმიის სახელმძღვანელო ავტ. მანანა ვარდიაშვილი.
2 წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ საშინაო დავალების შესრულება.
 ქიმ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერების მასის მუდმივობის კანონის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ადექვატურად იყენებს ქიმიური ელემენტების სიმბოლოებს, ატომთა ვალენტობას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შესწავლილი თეორიული მასალის დახმარებით ადგენს ნაერთის მოლეკულურ ფორმულას ვალენტობით, ფორმულების დახმარებით დგენს ელემენტთა ვალენტობებს,წერს სტრუქტურულ ფორმულებს.
                                                                          















                                                                                                                  7
                                                                                გაკვეთილის მსვლელობა
სსიპ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ვატარებ ღია გალვეთილს ქიმიაში, რომელიც უნდა წარვუდგინო შეფასების ჯგუფს. თემა გახლავთ ვალენტობით ფორმულების შედგენა.
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
 გაკვეთილის დასაწყისში (მისალმების და ჟურნალის მოწესრიგების შემდეგ) მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების რუბრიკებს, რათა მათ იცოდნენ თუ რა უნდა შევისწავლოთ და როგორ შეფასდებიან.
                                                                                                                                                             დრო 2 წთ.
აქტივობა 2. გამოწვევა/პროვოცირება .
მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებისა და გაკვეთილში ჩართულობის პროვოცირებისათვის მოვახდენ განვლილი მასალის გამეორებას გონებრივი იერიშით.
შეკითხვა 1. რა არის ვალენტობა? 
შეკითხვა 2. რამდენგვარია ვალენტობა და შესაბამისად ელემენტებიც?
შეკითხვა 3. როგორ აღინიშნება ვალენტობა და სად იწერება ფორმულაში?
შეკითხვა 4. რომელ სიტყვასთან ასოცირდება სიტყვა ვალენტობა?
შეკითხვა 5. რომელმა მეცნიერმა შემოიტანა ვალენტობის მნიშვნელობის მცნება?
შეკითხვა 6. რა არის სტრუქტურული ფორმულა?
შეკითხვა 7. როგორ ვადგენთ ფორმულით ელემენტთა ვალენტობებს.
(პასუხები იხ. დანართი-4)
                                                                                                                                               დრო 5 წთ.
აქტივობა 3. ვიდეო ფილმის „მუსიკა და ქიმია“ ჩვენება.
 მოსწავლეთა მოტივირებისა და გაკვეთილის პროცესში ხალისით ჩართვისათვის ვუჩვენებ თემატურ ვიდეო ფილმს „მუსიკა და ქიმია“, ამ ფილმის ნახვის შემდეგ, თუ მათ გაუჩნდებათ შეკითხვები: რატომ შეიერთა რკინამ მხოლოდ ერთი ატომი გოგირდი და მაგნიუმმა კი ორი ქლორი, ამ კითხვის პასუხი იქნება ახალი გაკვეთილის ახსნა, მაგრამ თუ არ გაუჩნდებათ ამგვარი შეკითხვა, მაშინ მე თვითონ დავაკვირვებ და თან ავუხსნი ახალ მასალას
                                                                                                                                                 დრო 2 წთ. 
აქტივობა 4.  შინაარსის რეალიზება/ახალი ცოდნის კონსტრუირება.
მინი ლექციით ავუხსნი როგორ შევადგინოთ ვალენტობის დახმარებით რთული ნაერთის ფორმულები და დაფაზე ცარცით ავუხსნი მაგალითების ჩვენებით, პარალელურად პროექტორით ეკრანზე მექნება გაშლილი ამ გაკვეთილის პრეზენტაცია და ვუჩვენებ სლაიდებსაც. (იხ. დანართი-4)
                                                                                                                                                  დრო 8 წთ.

აქტივობა 5. რეფლექსია/ახსნილი მასალის გააზრება.
ახსნილი მასალის გააზრების, შეძენილი უნარების განვითარება-გამყარებისათვის და მთავარი იდეების შეჯამებისათვის, გავაკეთებინებ სავარჯიშოებს ჯგუფური მუშაობით. ამისათვის კლასს დავყოფ 3-4 კაციან ორ ჯგუფად, დავურიგებ თაბახის ფურცლებზე წინასწარ დაბეჭდილ წესებს (რასაც მე ავუხსნი) (წესები იხ. დანართი-2),
დავურიგებ დავალებებს ყველას სათითაოდ, დაბეჭდილს თაბახის ფურცლებზე, ასევე დავურიგებ ფლიფჩარტებს, მარკერებს, ბურთულებს და ღეროებს, ვალენტობის ცხრილის წინასწარ გამზადებულ პლაკატს გავუკრავ წინასწარ კედელზე (იხ. დანართი6), (ანუ მივაწოდებ მოსწავლეებს ყველა საჭირო რესურსს რაც ამ სავარჯიშოების შესასრულებლად არის საჭირო) და დავუნიშნავ დროს. დავეხმარები სუსტებს, მივცემ გეზს, თუ ასეთი აღმოჩნდება.
 დავალება I.(დაადგინონ ნაერთის ფორმულა)
დავალებაII. (ნაერთის ფორმულაში დაადგინონ ელემენტთა ვალენტობები)
დავალება III. (შეადგინონ ყველა ამ ნაერთის სტრუქტურული ფორმულა და წარმოადგინონ სტრუქტურები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით (მათ შორის როლური თამაშით/ქანდაკებით)
(იხ. დანართი-3)
                                                                                                                                                  დრო 15 წთ.
აქტივობა 6. შესრულებული დავალებების პრეზენტაცია.
მოსწავლეები ჯგუფებში შეარჩევენ პრეზენტატორს და მოემზადებიან პრეზენტაციისათვის, წინასწარ დაფაზე სკოჩით გააკრავენ ფლიპჩარტებს, რომელზეც დავალებაა შესრულებული. პრეზენტატორი აუხსნის კლასს, თუ როგორ შეასრულეს დავალება.
                                                                                                                                                   დრო 6 წთ.
აქტივობა 7. გაკვეთილის შეჯამება
სქემის ვიცი/გავიგე/მინდა ვიცოდე-ს შევსება.
მოსწავლეები ჩამოთვლიან საკითხებს, რაც მათ იცოდნენ (ეს წინარე ცოდნაა)
იტყვიან რა გაიგეს, (ეს ახალი მასალაა)
იტყვიან რისი გაგება სურთ, (ამას გაკვეთილიდან გამომდინარე მასწავლებლის დახმარებით დაადგენენ სავარაუდოდ).
(იხ.დანართი-7)
                                                                                                                                                  დრო 5 წთ.

აქტივობა 8. მოსწავლეთა შეფასება.
მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრისათვის შევაფასებ ჯგუფებში შესრულებულ სამუშაოს ანგარიშს/ პრეზენტატორს. განმავითარებელი კომენტარებით გაკვეთილის პროცესში და განმსაზღვრელი ქულით შესაბამისი რუბრიკით.
(იხ. დანართი-1)
                                                                                                                                                               დრო 2 წთ.
აქტივობა  9.   საშინაო დავალების მიცემა. 
პარაგრაფი 1.14. გვერდი 55. დავალება 1,2
                                                                                                                                                                                                                                                                                                             
                                                                                                                                                                              დრო 2 წთ.                                                                               
                                                                                                                                   



                                                                                                        11


შეფასების ტიპები და მეთოდები: განმავითარებელი კომენტარი, განმსაზღვრელი ქულა, შეფასების რუბრიკების გამოყენებით.
დანართი-1
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ქულა
1.    გაკვეთილზე ჩართულობა

აქტიურია კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
2
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
1
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
0
2.    ჯგუფური მუშაობა

ჯგუფურ მუშაობაში ჩართულია, თანამშრომლობს, გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებებს, გამოაქვს დასკვნები
2
ჯგუფურ მუშაობაში ნაწილობრივადაა ჩართული, ნაწილობრივ თანამშრომლობს, მისი მოსაზრებები არ არის არგუმენტირებული, ნაწილობრივ გამოაქვს დასკვნები
1
რ ასრულებს სამუშაოს, არ არის ჩართული, არ აქვს მოსაზრებები, არ გამოაქვს დასკვნები
0
3.    პრეზენტაცია

ეფექტურია, არატრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას, საუბრობს დამაჯერებლად და სრულყოფილად, იცავს დროის ლიმიტს, საკითხს წარმოადგენს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით
2
ცდილობს აუდიტორიის დაინტერესებას, თითქმის დამაჯერებელია, მაგრამ არ არის სრულყოფილი, იცავს დროიდ ლიმიტს, საკითხს  წარმოადგენს მხოლოდ ერთი ხერხით
1
ტრაფარეტულია, ცდილობს დაიპყროს აუდიტორია, თითქმის დამაჯერებელია, მაგრამ არ არის სრულყოფილი, ვერ იცავს დროის ლიმიტს, საკითხს წარმოადგენს ერთი საკომუნიკაციო სშუალებით
1
ვერ ახდენს პრეზენტაციას
0

6ქ - 10 ქ                     5ქ - 8-9 ქ                     4ქ - 6-7 ქ                   3ქ - 4-5 ქ                      2ქ - 2-3 ქ                  1ქ - 1 ქ













                                                                                                   13
დანართი-2
                ვალენტობის წესები ჯგუფური მუშაობის დროს
1.      ვალენტობის დადგენა ფორმულის მიხედვით
ბინარულ ნაერთში ერთი ელემენტის ჯამური ვალენტობა (ატომთა რიცხვის ნამრავლი თავისსავე ვალენტობაზე) ყოველთვის ტოლია მეორე ელემენტის ჯამური  ვალენტობისა (ატომთა რიცხვის ნამრავლისა თავისსავე ვალენტობაზე)
2.      სტრუქტურული ანუ გრაფიკული ფორმულების შედგენა
სტრუქტურული ანუ გრაფიკული ფორმულა გვიჩვენებს, თუ როგორ კავშირურთიერთობაში იმყოფებიან მოლეკულაში შემავლი ატომები ერთმანეთთან.
გრაფიკული ფორმულის შედგენის მიზნით ჯერ ვწერთ პირველ ელემენტს იმდენი რაოდენობით  რამდენიც ფორმულაშია, შემდეგ ვწერთ მეორე ელემენტს იმდენი რაოდენობით რამდენიც ფორმულაშია და ბოლოს სავალენტო ხაზებით ვალენტობის ზუსტი დაცვით ვაერთებთ ერთმანეთთან
გრფიკული ფორმულის შედგენის მიზნით ჯერ ვწერთ პირველ ელემენტს, იმდენი რაოდენობით  რამდენიც ფორმულაშია, შემდეგ ვწერთ მეორე ელემენტს, იმდენი რაოდენობით რამდენიც ფორმულაშია და ბოლოს სავალენტო ხაზებით ვალენტობის ზუსტი დაცვით ვაერთებთ ერთმანეთთან
3.      ფორმულის დადგენა ვალენტობით
ბინარულ ნაერთში (ორი ელემენტისაგან შემდგარ ნაერთში) თუ პირველი ელემენტის ვალენტობა არის კენტი I, III, V, VII მოქმედებს .. გადაჯვარედინების მეთოდი: პირველი ელემენტის ვალენტობა ჩამოდის მეორის ინდექსად, მეორე ელემენტის ვალენტობა ჩამოდის პირველის ინდექსად
ბინარულ ნაერთში, თუ პირველი ელემენტის ვალენტობა არის ლუწი II, IV, VI,VIII მოქმედებს .. გაყოფის მეთოდი: დიდ ვალენტობას ვყოფთ პატარა ვალენტობაზე და მიღებულ რიცხვს ინდექსად ვუწერთ პატარა ვალენტიან ელემენტს.
                                                                                                   14
დანართი-3
ჯგუფური სამუშაო
1.     შეადგინეთ  ლითიუმის  ჟანგბადნაერთის  ფორმულა.


2.     შეადგინეთ  სელენის  ჟანგბადნაერთის  ფორმულა.


3.      დაადგინეთ მანგანუმის ვალენტობა  Mn2O3 - ში.



4.        დაწერეთ სამივე ფორმულის სტრუქტურული ფორმულა და ერთ-ერთი მათგანი წარმოადგინეთ სხვადასხვა საკომუნიკაციო  ხერხით,  მათ შორის ქანდაკების სახით.



ჯგუფური სამუშაო
1.     შეადგინეთ კალიუმის ჟანგბადნაერთის ფორმულა.


შეადგინეთ სილიციუმის ჟანგბადნაერთის ფორმულა.


2.      დაადგინეთ მანგანუმის ვალენტობა  MnO2 - ში.



3.        დაწერეთ სამივე ფორმულის სტრუქტურული ფორმულა და ერთ-ერთი მათგანი წარმოადგინეთ სხვადასხვა საკომუნიკაციო  ხერხით,  მათ შორის ქანდაკების სახით.

                                                                                                   


                                                                                                           16
დანართი-4
                                გაკვეთილის პრეზენტაცია
    



                                                                                                      17

დანართი-5

           რესურსი-1: ვიდეო ფილმი „მუსიკა და ქიმია“









                                                                                                          18
         დანართი 6.
                                                               რესურსი-2: ვალენტობის ცხრილი (ფერადი)
                                                                          ზოგიერთი ელემენტის ვალენტობა
                                                        (მუდმივვალენტიანი ელემენტების სიმბოლოები გამუქებულია)
ქიმიური ელემენტები
ელემენტთა ვალენტობები
H, Na, K, Li, Ag
                         I
O, Ba, Mg, Ca, Zn, Hg, C
                        II
Al
                       III
C, Si
                       IV
Cu
                      I,II
Fe
                     II,III
Pb
                     II,IV
P
                    III, V
S
                  II,IV,VI
Cr
                  II,III,VI
Cl
                I,III,V,VII
                      
                                                                                          




                                                                                                                   19
დანართი 7.
რესურსი-3                            (სქემა)


                                                          ვიცი                                                                        გავიგე                                                      მინდა ვიცოდე
           ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა არის ვალენტობა?                                                                                      ვალენტობის დახმარებით როგორ     ფორმულე-    
 რამდენგვარია ვალენტობა და შესაბამისად ელემენტებ                       დავადგინო ფორმულები.                     ბით როგორ
 როგორ აღინიშნება ვალენტობა და სად იწერება ფორმულაში?                                                                              დავწერო
 რომელ სიტყვასთან ასოცირდება სიტყვა ვალენტობა?                                                                                             რეაქციები
 რომელმა მეცნიერმა შემოიტანა ვალენტობის მნიშვნელობის მცნება?                                                                  და ჩავატა-                           
 რა არის სტრუქტურული ფორმულა?                                                                                                                           როთ ცდები.
 როგორ ვადგენთ ფორმულით ელემენტთა ვალენტობებს.




Комментариев нет:

Отправить комментарий