четверг, 11 апреля 2019 г.

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა


სსიპ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის მანანა ჯიქურიძის პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის მასალების
სარჩევი
1.      გაკვეთილის გეგმა
2.      შეფასების რუბრიკები
3.      გასასვლელი ბილეთი
4.      რეფლექსია















1.გაკვეთილის ძირითადი თემა
ქვეთემა
ტიპი
არაორგანულ ნაეთთა კლასები
საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
2.  სწვლების საფეხური
კლასი
საბაზო
IX
3.  საგანი/საგნები
მასწავლებლის სახელი,გვარი

ქიმია
მანანა ჯიქურიძე
4.  მოსწავლეთა რაოდენობა
10
5.  განსაკუთრებული მიდგომების/საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა დ პროფილი
0
6.  გაკვეთილის სასწავლო მიზნები

    
  • ოდნა - საგაკვეთილო თემებიდან მიღებული ინფორმაციის რეალიზება.
  • ნარები -კვლევის, ანალიზის, სინთეზის, შეფასების, პრეზენტაციის და ტრანსფერის უნარ-ჩვევების ფორმირება.
  • ამოკიდებულებები - საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ორიენტირებით მოსწავლეებში საგნისადმი მოტივაციის ამაღლება,  გარემომცველ სამყაროზე ქიმიის თვალსაზრისით დაკვირვება და დისტანციის შემცირება გაკვეთილსა და ცხოვრებას შორის.
  • ც.უ.დ.-ის ტრანსფერი/ ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის გამოყენება სხვა სიტუაციაში.
7.გამჭოლი კომპეტენციები
  •  სწავლის სწავლა
  • ჯანსაღი და შემოქმედებითი გაკვეთილი.

8.  ეროვნული სასწვლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი? ინდიკატორები

ესგ  ქიმია.IX. 5.  მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.
·         ატარებს ცდებს, იკვლევს მეტალთა კარბონატებისა და მჟავების ურთიერთქმედების რეაქციის პროდუქტებს.
·         ეფექტიანად იყენებს ლაბორატორიულ აღჭურვილობას და ატარებს ცდებს მარილების სხვადასხვა გზით გასახსნელად (მაგ. მარილზე მჟავას დამატება, მარილზე სხვა მარილის დამატება, მარილზე ტუტის დამატება). წერს რეაქციის ტოლობებს.ასახელებს სხვადასხვა მარილის გამოყენების სფეროებს.
·         იყენებს მიღებულ ცოდნას და გამოთქვამს ვარაუდს უცნობი მჟავასა და ფუძის ურთიერთქმედების პროდუქტების შესახებ.
            კვლ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
            კვლ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
           კვლ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
           კვლ. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი  და შეფასება.        
9. კლასის ორგანიზება
მთელ კლასთან, ჯგუფური.
10. გაკვეთილის აქტუალურობა
·         ფოკუს პრობლემის იდენტიფიცირება - საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება: ( კერძოდ - ჩაის წყლის ხშირი ადუღების შედეგად , მარილების სქელი ფენით დაბინძურებული მადუღარას გასუფთავება ქიმიური მეთოდებით).
·         ამ პრობლემის საგაკვეთილო თემებზე მორგება
·         კვლევის განხორციელება (1.კვლევის მიზნის განსაზღვრა, 2.კვლევის მეთოდის შემუშავება, 3.ექსპერიმენტის ჩატარება, 4.მონაცემების აღება, 5.მონაცემების ანალიზი, 6.დასკვნის გაკეთება, 7.კვლევის ოქმის შედგენა).
·         პრეზენტაციის გაკეთება
·         კვლევის შეფასება მოსწავლეების მიერ, მასწავლებლის მიერ

11.  თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები (2 წთ)
აქტივობის აღწერა: კლასთან მისალმებისა და ჟურნალის მოწესრიგების შემდეგ მოსწავლეებს გავახსენებ კლასში და ლაბორატორიაში ქცევის წესებს. გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების რუბრიკებს.
ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან.
რესურსები: ქცევის წესები, შეფასების რუბრიკები, გაკვეთილის თემა და მიზნები, წინასწარ გაკრული კედელზე.

აქტივობა 2. შესავალი კითხვები/პრობლემის ხის შევსება (7 წთ)
აქტივობის აღწერა: მოსწავლეთა გამოწვევა-პროვოცირებისათვის, მოსწავლეთა გაკვეთილში ჩართვისა და წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის ვაკეთებ შესავალს. კიდევ ერთხელ შევახსენებ სიტუაციურ ამოცანას და კითხვა-პასუხით ვავსებთ პრობლემების ხეს.
ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან.
რესურსები: პრობლემების ხის პლაკატი. მარკერები.
შეფასება: განმავითარებელი კომენტარი.

აქტივობა 3. ცოდნის რეალიზება (5 წთ)
აქტივობის აღწერა: კლასს ვაძლევ დავალებას და ვთხოვ მოილაპარაკონ და დაგეგმონ თუ როგორ შეასრულებენ ამ დავალებას. ბოლოს გააკეთონ პრეზენტაცია.
ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან.
რესურსები: ადამიანური (მოსწავლეები მოტივირებულები არიან ხალისით ჩაერთონ გაკვეთილში).
შეფასება: განმავითარებელი კომენტარი.

ქტივობა 4. რეფლექსია (15 წთ)
აქტივობის აღწერა: ექსპერიმენტის ჩატარება. იდეების შეჯამება, მასალის გააზრებისათვის, შეძენილი უნარების განვითარება - გამყარებისათვის მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, ატარებენ ექსპერიმენტს, შეადგენენ ცდის ოქმს, გამოაქვთ საბოლოო დასკვნა.
I ჯგუფი - მარილებისაგან გაასუფთავებს ჩაიდანს მჟავისდახმარებით.
II ჯგუფი - მარილებისაგან გაასუფთავებს ჩაიდანს ტუტის დახმარებით.
III ჯგუფი - მარილებისაგან გაასუფთავებს ჩაიდანს სხვა მარილის დახმარებით.
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.
რესურსები: ქიმიური აღჭურვილობა: მარილებით დაბინძურებილი მადუღარა 3 ცალი, სპირტქურა ასანთით, პიპეტი.
ქიმიური ნივთიერებები: მარილმჟავა ან ლიმონმჟავა, ნატრიუმის ტუტე, ნატრიუმის ნიტრატი, სოდა, გამოხდილი წყალი.
ლაბორატორიული ტანსამელი: ხალათები, ხელთათმანები, ნიღბები, სათვალეები.
საკანცელარიო ნივთები: თეთრი თაბახის ფურცლები,საწერი კალმები, ფერადი მარკერები.
შეფასება: განმსაზღვრელი ქულა.

აქტივობა 5. შესრულებული სამუშაოს ანალიზი/პრეზენტაცია (12 წთ)
აქტივობის აღწერა: ჯგუფიდან ერთ-ერთი მათგანი აკეთებს პრეზენტაციას, დეტალურ ანგარიშს ჯგუფში შესრულებული სამუშაოსას, წარუდგენენ კლასს ცდის ოქმს, გვიჩვენებენ საბოლოო შედეგს - გასუფთავებულ მადუღარას.
ორგანიზების ფორმა: ჯგუფური.
შეფასება: განმსაზღვრელი ქულა.

აქტივობა 6. მოსწავლეთა შეფასება (2 წთ)
აქტივობის აღწერა: ფასდება ჯგუფში შესრულებული სამუშაოს ანგარიში/ექსპერიმენტის ჩატარება დაპრეზენტაცია.
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.
რესურსები: ექსპერიმენტის ჩატარების და პრეზენტაციის რუბრიკები.

აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა. (2 წთ)
აქტივობის აღწერა: დავალებად ვაძლევ დაგეგმონ- როგორ გავისუფთაოთ ორგანიზმი შარდსავალ გზებში დაგროვილი მარილებისაგან ქიმიურაი მეთოდებით მჟავის, თუთის და სხვა მარილის დახმარებით და აუხსნან ამხანაგებს.
ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან.
რესურსები: ინსტრუქტაჟის მიცემა. გამოიყენონ ინტერნეტი.

აქტივობა 8. გასასვლელი ბილეთი (2 წთ)
აქტივობის აღწერა: ვურიგებ მოსწავლეებს გასასვლელ ბილეთებს, ისინი ავსებენ და პასუხს სცემენ კითხვებს: რა
მოეწონათ ამ გაკვეთილში, რა არ მოეწონათ და რას შეცვლიდნენ, ბოლოს ავკრიბავ ამ ფურცლებს.
12.  შეფასება
განმავითარებელი კომენტარებით და ექსპერიმენტის ჩატარების და პრეზენტაციის რუბრიკების მიხედვით განმსაზღვრელი ქულით მოსწავლეთა შეფასება                     
13.საკლასო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები
ლიტერატურა: მე-9 კლასის ქიმიის სახელმძღვანელო ავტ. მ. ვარდიაშვილი.
საკანცელარიო ნივთები: თეთრი თაბახის ფურცლები,საწერი კალმები, ფერადი მარკერები, ფლიპჩარტები.
ქიმიური აღჭურვილობა: მარილებით დაბინძურებილი მადუღარა 3 ცალი, სპირტქურა ასანთით, პიპეტი.
ქიმიური ნივთიერებები: მარილმჟავა, ნატრიუმის ტუტე, ნატრიუმის ნიტრატი, სოდა, გამოხდილი წყალი.
ლაბორატორიუი ტანსამელი: ხალათები, ხელთათმანები, ნიღბები, სათვალეები.
ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
  1 – 4 ქულა
   5 – 7 ქულა
   8 – 10 ქულა
უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენება
არ იცავს უსაფრთხოების წესებს, არ აცვია შესაბამისი თანსაცმელი
ნაწილობრივ იცავს უსაფრთხოების წესებს,  აცვია შესაბამისი თანსაცმელი
 იცავს უსაფრთხოების წესებს,  აცვია შესაბამისი თანსაცმელი (ხალათი, ხელთათმანები, სათვალეები, თავსაბურავი)
ცდის ოქმის შედგენა
ვერ ადგენს ცდის ოქმს
უჭირს ცდის ოქმის შედგენა
ადგენს ცდის ოქმს
კვლევის ეტაპების აღწერა
ვერ ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ვერ გამოთქვამს ვარაუდს, არ შეუძლია რეაქტივების შერჩევა და ცდის დაგეგმვა-ჩატარება, ექსპერიმენტის შედეგებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
უჭირს პრობლემის გამოკვეთა და ვარაუდის  გამოთქმა, რეაქტივებს არჩევს მასწავლებლის მითითებით,  უჭირს ცდის დაგეგმვა, მაგრამ ატარებს , უჭირს ექსპერიმენტის შედეგებზე მსჯელობა და დასკვნის გამოტანა.
 ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას,  გამოთქვამს ვარაუდს, არჩევს საჭირო რეაქტივებს, დაგეგმავს და ატარებს ექსპერიმენტს, მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგებზე და აკეთებს დასკვნებს.


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
  1 – 4 ქულა
   5 – 7 ქულა
   8 – 10 ქულა
ინფორმაციის შესაბამისობა თემასთან
ინფორმაცია არ შეესაბამება თემას
ინფორმაცია ნაწილობრივ შეესაბამება თემას
ინფორმაცია თემის შესაბამისია
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ მეტყველებს გამართულად და ვერ ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი, ცდილობს იმეტყველოს გამართული ენით
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს, მეტყველებს გამართულად
დროის ლომიტის დაცვა
ვერ იცავს დროის ლიმიტს
ცდილობს დაიცვას დროის ლიმიტი, მაგრამ ახერხებს ნაწილობრივ
იცავს დროის ლიმიტს
ინფორმაციის წარმოდგენა მრავალფეროვნად, შესაბამისიტერმინების ადექვატური გამოყენება
 არ აკეთებს შესავალს, თემას  წარმოადგენს გაუგებარი ენით. უჭირს სათანადო ლექსიკის ფლობა. ვერ იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, თემა მშრალია, თვალსაჩინოების გარეშეა, არ აკეთებს დასკვნას.
შესავალი ბუნდოვანი და უინტერესოა, თემას კი წარმოდგენს გასაგები ენით და იყენებს ტერმინოლოგიას, თუმცა თემა არ არის მრავალფეროვანი თვალსაჩინოებით დატვირთული, დასკვნები ბუნდოვანია,
აკეთებს საინტერესო შესავალს, თემას წარმოადგენს გასაგებად, საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. იყენებს თვალსაჩინოებას, ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს, გამოაქვს დასკვნები.


                                                                     გასასვლელი ბილეთი
მოსწავლის  სახელი,  გვარი------------------------------------------------------------
  • გაკვეთილის მიზანი:  ოდნა - საგაკვეთილო თემებიდან მიღებული ინფორმაციის რეალიზება.
  • ნარები -კვლევის, ანალიზის, სინთეზის, შეფასების, პრეზენტაციის და ტრანსფერის უნარ-ჩვევების ფორმირება.
  • ამოკიდებულებები - საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ორიენტირებით მოსწავლეებში საგნისადმი მოტივაციის ამაღლება,  გარემომცველ სამყაროზე ქიმიის თვალსაზრისით დაკვირვება და დისტანციის შემცირება გაკვეთილსა და ცხოვრებას შორის.
ც.უ.დ.-ის ტრანსფერი/ ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის გამოყენება სხვა სიტუაციაში.

რა მომცა მე დღევანდელმა  გაკვეთილმა? (რა გავიგე ახალი და რითი იყო კარგი ჩემთვის ეს გაკვეთილი?) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რა კითხვა დამრჩა დღევანდელი გაკვეთილიდან? ( რა იყო უარყოფითი ჩემთვის ამ გაკვეთილში?) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში რეალურ ცხოვრებაში? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




                                 



Комментариев нет:

Отправить комментарий