воскресенье, 2 декабря 2012 г.

1. პროექტის სახელწოდება: გენური ინჟინერია
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: გენური ინჟინერიის შექმნის                                აუცილებლობა და წინაპირობები, მისი ანალიზი და შეფასება დღეს.
3.პროექტის აქტუალობა: დღეს გენური ინჟინერიის შედეგების გავლენის ქვეშ იმყოფება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქე, ასევე, მეცნიერების მიერ ეს საკითხი ჯერ კიდევ შესწავლისა და დამუშავების  პროცესშია, საბოლოო დასვნები ჯერ კიდევ არ არსებობს.
4. პროექტის მიზნები: საინფორმაციო მასალების მოძიების, კრიტიკული აზროვნების, შეფასების,  ტრანსფერის, გუნდური მუშაობის, სოციალური, კვლევის და საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება.
5.მონაწილეთა ასაკი:  X,XI,XII კლასელები.
6. ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები, როგორც ინტერნეტით, ასევე ინტერვიუებით მოიძიებენ ინფორმაციებს გენური ინჟინერიის წინაპირობების, ამ ტექნოლოგიების შემქმნელების, ამ ტექნოლოგიებით შექმნილი ნებისმიერი პროდუქტის  შესახებ - იქნება ეს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, კლონირებული ცოცხალი ორგანიზმები, თუ დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ამ ტექნოლოგიების წყალობით. მოიპოვებენ  ილუსტრაციებს, შექმნიან ცხრილებს, სქემებს, დიაგრამებს, განიხილავენ ამ ტექნოლოგიებისა და მათი პროდუქტების დადებით და უარყოფით მხარეებს, განიხილავენ დაავადებებს დაწვრილებით და დასკვნის სახით გააკეთებენ შეფასებას, თავიანთ აზრებს მიაწოდებენ მეცნიერებს, რითაც მოსწავლეები გადიან მაღალი დონის გონებრივი უნარების განვითარების შედეგებზე.
8. ისტ, ვიდეო კამერა, ფურცლები, პასტები, ადამიანური რესურსი (ექიმები, რაიონის ეკოლოგი, დეპუტატი დაა.შ.).
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოძება, ინტერვიუს აღება, ცხრილების, სქემების, დიაგრამების შექმნა, პროექტის წერილობით სისრულეში მოყვანა, პროექტის პრეზენტაცია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია-ბიოლოგია-
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა ჯიქურიძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananajiquridze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  mananajiquridze1963.blogspot.com