четверг, 11 апреля 2019 г.

სოციალური პროექტის "გარემო ქიმიის თვალსაზრისით" გეგმა

1.  გაკვეთილის თემა
გარემო ქიმიის თვალსაზრისით
2.  სწვლების საფეხური
კლასი
საბაზო-საშუალო
IX-X
3.  საგანი/საგნები
მასწავლებლის სახელი,გვარი

ქიმია-ისტ
მანანა ჯიქურიძე
4.  მოსწავლეთა რაოდენობა
13
5.  განსაკუთრებული მიდგომების/საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა დ პროფილი
0
6.  გაკვეთილის სასწავლო მიზნები

     (საგნების მიხედვით)
·         ოდნა - საგაკვეთილო თემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.
·         ნარები - ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, სინთეზის, შეფასების, პრეზენტაციის და ტრანსფერის უნარ-ჩვევების ფორმირება.
·         ამოკიდებულებები - დედამიწის პრობლემებზე ორიენტირებით მოსწავლეებში საგნისადმი მოტივაციისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
·         ც.უ.დ.-ის ტრანსფერი (გაკვეთილის ჩატარება თოქ-შოუს სახით)
8.გამჭოლი კომპეტენციები
·         ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება მოსწავლეებში
·         სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება.
7.  ეროვნული სასწვლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი? ინდიკატორები

ესგ  ქიმია.IX. 7.  მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
·         მოიპოვებს ინფორმაციას გლობალური დათბობის, სათბურის ეფექტის, ოზონის ხვრელების შესახებ, იკვლევს მიზეზებს, მოჰყავს სათანადო მტკიცებულებები, ნამუშევრის წარდგენისას, ადექვატურად იყენებს ტერმინებს.
·         წარმოადგენს მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებებით (ნახატი, დიაგრამა, რეაქციის სქემები).
·         აღწერს ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესწავლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოდგენილი პრობლემების  გადაჭრის გზებზე.
             კვლ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს 
            კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
             კვლ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი  
             პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
            კვლ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა
             წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
            კვლ. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი  
            და შეფასება.        
9. კლასის ორგანიზება
ინდივიდუალური, ჯგუფური.
10. გაკვეთილის აქტუალურობა
·         ფოკუს პრობლემის - დედამიწის პრობლემები: გლობალური დათბობა და აცივება - მორგება საგაკვეთილო თემებთან
·         ინტერნეტიდან შესაბამისი თეორიული თუ ფოტო-ვიდეო მასალების მოძიება
·         მოძიებული მასალების დამუშავება,  რეფერატებისა და სლაიდ-შოუების შექმნა
·         საპრეზენტაციო მასალის ნახატებით, სქემებით, რეაქციებით, სურათებით და მუსიკალური კლიპებით წარდგენა კლასის და მსმენელების წინაშე
·         დასუფთავების აქციის მოწყობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (პროექტის ფარგლებში)
·         დებატების გამართვა მოწვეულ სტუმრებთან
·         გაკვეთილის შეჯამება - შეფასება მოსწავლეების მიერ, მასწავლებლის მიერ, მსმენელების მიერ.

11.  თანმიმდევრობა

  (აქტივობა და დრო)

A    გამოწვევა/პროვოცირება

რადგანაც პროექტ-გაკვეთილი შემაჯამებელი ტიპისაა, ინტერაქტიულ მეთოდებზე აგებული, მოსწავლეები აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას, მასზე მუშაობა აპრილის თვიდან აქვთ დაწყილი, რომელიც გაგრძელდა მომდევნო სასწავლო წლის ნოემბრის ბოლომდე და მასში თავიდანვე კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული, არიან მოტივირებულები და ყველა მოსწავლე სახეზეა.

გაკვეთილის დასაწყისში ისმის სიმღერა რაგბის ჰიმნი.

გაკვეთილის გამოწვევის ფაზაში მოსწავლეთა გააქტიურებისათვის და პროცესში ჩართვისათვის ასევე მასწავლებელი აკეთებს შესავალ სიტყვას: მიესალმება მსმენელებს და აუწყებს, რომ მოისმენენ სკოლის ცხოვრებაში უჩვეულო გაკვეთილს, გაკვეთილის თანამედროვე წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, ასევე მასწავლებელი შეახსენებს მსმენელთ, რომ სწავლებაში მზა რეცეპტები არ არსებობს, ეროვნული სასწავლო გეგმა თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს პედაგოგებს, შექმნან სწავლების განსხვავებული სტილი, გასცდნენ სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, შექმნან სასწავლო რესურსები და ა.შ.

 ნებისმიერი  პრობლემა ბუნებაში, ქვეყანაში და ა.შ. თუ სიღრმისეულად ჩაწვდები შეიძლება მოარგო საგაკვეთილო თემებს თემატური თანხვედრის გამო.

 სწორედ დედამიწის პრობლემებმა უბიძგეს მოსწავლეებს შეექმნათ რესურსები, თეორიული და მხატვრული მასალები და პრაქტიკულ ქმედებებზე დაყრდნობით განეხორციელებინათ გაკვეთილი ახალი მეთოდოლოგიით თოქ-შოუს სტილში...

მასწავლებელი ასევე თავის შესავალ სიტყვაში უთითებს გაკვეთილის მიზანს, აქტუალურობას და სიტყვას გადასცემს მოსწავლეებს: „მოდით მოვუსმინოთ ჩვენს ბავშვებს და გავარკვიოთ რამდენად მიზანთან იყო მიახლოებული მათი საქმიანობა და მიაღწიეს თუ არა მათ მოსალოდნელ შედეგს. (2 წთ).

მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება : მუშაობის პროცესში მოსწავლეებს მოუხდათ წინარე ცოდნის გააქტიურება,
იცოდნენ: მჟავა წვიმების, ქიმიური გარდაქმნების, ნახშირორჟანგის, ფოტოსინთეზის შესახებ,
 გაიგეს: ჰაერის დაბინძურების, სათბურის ეფექტის, ოზონის ხვრელების შესახებ, მიიღეს დამატებითი ინფორმაციები: რა ზიანს აყენებს დამაბინძურებლები გარემოს, რა არის მათი წარმოქმნის მიზეზები, როგორ დავიცვათ თავი მათი მავნე ზემოქმედებისაგან.

B გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებლის შემდეგ, დისკუსიის წამყვანი, მოსწავლე აკეთებს შესავალს დედამიწის პრობლემებზე „ჩვენ კლდეეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ვმუშაობდით ეკოლოგიურ პროექტზე „ჯანმრთელობა ჩემი უფლებაა, სუფთა ჰაერი ჩემი მოვალეობა“. ამის მოტივი გახლდათ ეროვნული სასწავლო გეგმით მე-9 კლასის პროგრამაში გათვალისწინებული თემები „ჰაერის დაბინძურება“, მჟავა წვიმები“ და „სთბურის ეფექტი“. ეს ის თემები და საკითხებია, რომლებიც მთლიანად დედამიწის პრობლემებია, რომელთა მიზეზითაც დედამიწაზე შეცვლილია კლიმატი. კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ფენომენი ცნობილი გახდა მე-20 სუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები, რომლებიც დღეისათვის მასშტაბურ ხასიათს იღებს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე, საფრთხეს უქმნის იმ დონეზე, რომ ტემპერატურის დასტაბილურების ანუ კლიმატური ცვლილებების შეჩერების პირობებშიც კი იგივე დამანგრეველი და გამანადგურებელი პროცესები კიდევ 1000 წელს გაგრძელდება. პრობლემის მიზეზებზე, ფაქტორებსა და შედეგებზე, თავდაცვის საშულებებზე ისაუბრებენ ჩემი მეგობრები, რომლებმაც მოამზადეს შესაბამის კითხვებზე პასუხები, ასევე მოამზადეს სქემები, ნახატები, სხვადასხვა რესურსები სათბურის ეფექტზე, ჰაერის დაბინძურებაზე, მჟაურ წვიმებზე.“
„ჩვენი შეხვედრა წარმოდგენილი იქნება სამ ბლოკად,  I ბლოკში განიხილება მასალები ჰაერის დაბინძურებაზე, II ბლოკში მჟაურ წვიმებზე, III ბლოკში კი ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები (ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ქ-ნები ნონა ბაბუაძე და ნათია რობაქიძე, კლდეეთის თემის გამგებელი ბ-ნი ლევან კვანტრიშვილი, კლდეეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბ-ნი ოლეგ ჭანკოტაძე) და მოხდება შეჯამება.“

წამყვანი მიუთითებს I, II და III ბლოკში მონაწილეთა გვარებს. (5 წთ)
(კლასში სივრცე მოწყობილია სტუდიის ფორმატში)
(კითხვები წინასწრ აქვთ შერჩეული ინდივიდუალურად და წინასწარვე  მომზდებული პასუხები სლიდშოუებით)

(ეხლა სტუდიაში ვუხმობ I ბლოკის მონაწილეებს გთხოვთ დაიკავოთ ადგილები)


I  ბლოკი
კითხვა I: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) „რა აბინძურებს ჰაერს? და გვესაუბრე ჰაერის დაბინძურების წყაროების შესახებ“.
პასუხი: (ყველა კითხვის პასუხი ვიდეო მასალებშია ჩაწერილი. მოსწავლე პასუხობს კითხვას და მონათხრობს არგუმენტირებულად ასაბუთებს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სლაიდშოუს სხით აქვს გაკეთებული. (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა II: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) რა მდგომარეობაა ამ კუთხით სქართველოში და ჩვენს რეგიონში იმერეთში?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა III: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი ცოცხალ ორგანიზმებზე?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა IV: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს)  კონკრეტულად, რა მავნე და უარყოფით ზეგავლენას ხდენს დაბინძურებული ჰაერი კლიმატის ცვლილებაზე?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა V:  (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) რა არის სითბური ბალანსი? რა მნიშვნელობა აქვს მას? რა გავლენას ახდენს ატმოსფეროს დაბინძურება დედამიწის სითბურ ბალანსზე?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (1წთ)
კითხვა V I: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) როგორ დავიცვათ სიცოცხლე დაბინძურებული ჰერის მავნე ზეგავლენისაგან

სარეკლამო შესვენება: მონოლოგი-„დედამიწაზედ უთქვამთ ეს ის სამყაროა სადაც იბადები, იზრდები, ბერდები და კვდები......მაშ მოვუაროთ, რითაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, რასც ჩვენი ხელებიც შველის, ჩვენი ფიქრიც და გონებაც ჩვენი, ამიტომ, რაც შეგვიძლია, რაც შეგვიძლია, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენ ის.“
ეკოლექსი: ცისფერ მთებს და ცისფერ ქედებს... გაუფრთხილდით დედამიწას, შუბლზე ნაზად დამაწერა“.
ეკოსიმღერა: ეკოკლუბები. (4 წთ)

(ეხლა სტუდიაში ვუხმობ მე-2 ბლოკის მონაწილეებს გთხოვთ დაიკავოთ ადგილები)

II ბლოკი
კითხვა I: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) „რა არის მჟაური წვიმა და რა იწვწვს მას?“
პასუხი: (წამყვანი ყველა კითხვის პასუხი ვიდეო მასალებშია ჩაწერილი. მოსწავლე პასუხობს კითხვას და მონათხრობს არგუმენტირებულად ასაბუთებს შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სლაიდშოუს სხით აქვს გაკეთებული. (იხილეთ ვიდეო) (1წთ)
კითხვა II: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) რა სავალალო შედეგების მომტანია ასეთი წვიმები ქვეყნისთვის?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა III: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) რა ზომების გატარებაა შესაძლებელი მჟავა წვიმების ან მისი შედეგების თავიდან ასაცილებლად?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა IV: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს)  რას გვეტყვი სათბურის ეფექტის შესახებ, რა იწვევს სათბურის ეფექტს და რას იწვევს სათბურის ეფექტი?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2წთ)
კითხვა V:  (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) რა არის ოზონის შრე? რა მნიშვნელობა აქვს მას და რას იწვევს მისი დაზიანება?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (2 წთ)
კითხვა V I: (წამყვანი მიმართავს თანაკლასელს) პროექტის სახელწოდებაა „ჯანმრთელობა ჩვენი უფლებაა, სუფთა ჰაერი ჩვენი მოვალეობა“, რას გვეტყვით უფლება-მოვალეობების შესახებ, კიდევ ერთხელ თუ შეიძლება? თითოეულმა ჩვენთაგანმა როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი და შევაჩეროთ ან შევაფერხოთ კლიმატის ცვლილებები დედამიწაზე, რა შეგვიძლია ჩვენ?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (1 წთ).

სარეკლამო შესვენება: ეკოლექსი-„დედამიწა დაიღალა“
ეკოსიმღერა-„ერთი სახლი გვაქვს“
ეკოლექსი-„მზე“
ვიდეოკლიპი- მაიკლ ჯექსონის შესრულებით ეკოლოგიაზე (5 წთ)

(ეხლა სტუდიაში ვუხმობ მე-3 ბლოკის მონაწილეებს გთხოვთ დაიკავოთ ადგილები)

III ბლოკი
კითხვა I: (წამყვანი მიმართავს კლდეეთის თემის გამგებელს ბ-ნ ლევან კვანტრიშვილს) სოფლის მეურნეობში დასაქმებული ადამიანებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია იყვნენ ინფორმირებულები, როგორი ნიადაგია მათ სოფელში, როგორ დიცვნ იგი. გვაინტერესებს  როგორი ნიადაგია ჩვენს სოფელში, რა ქმედით ღონისძიებებს გეგმავენ და ანხორციელებენ მისი დაცვისათვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოფლის თავკაცები მოსავლიანობის ზრდისა და ეკოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.
პასუხი: (წამყვანი ყველა კითხვის პასუხი ვიდეო მასალებშია ჩაწერილი).  (იხილეთ ვიდეო) (10წთ)
კითხვა II: (წამყვანი მიმართავს რესურსცენტრის წარმომადგენელს ქ-ნ ნონა ბაბუაძეს) განათლების სისტემას თავისი როლი აკისრია ქვეყნის  ეკოლოგიური სტაბილურობის საქმეში. გთხოვთ გვიპასუხოთ, რაში მდგომარეობს იგი, რაში გამოიხატება ეს როლი, რა ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს განათლების სამინისტრო ეკოლოგიური სტაბილურობის ათვის?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (5 წთ)
კითხვა III: (წამყვანი მიმართავს  კლდეეთის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ბ-ნ ოლეგ ჭანკოტძეს) ჩვენ, კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გვაქვს გზვნილი ჩვენი ქვეყნის მთავრობისდმი ამ ძალიან დამაფიქრებელი პრობლემის შესახებ, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ყველა ქალაქს, ყველა სოფელს დაეხმარონ ენერგიის ლტერნატიული წყაროს მოძებნას, გამოყენებასა და მის ხელმისაწვდომობაში, ეს არის მზის ბატარეების შექმნა და დამონტაჟება, რას გვეტყოდით ამის შესახებ, რამდენად არის ამის შესაძლებლობა ამ ქვეყანაში, როგორც ეკონომიური, ისე მორალური თვალსაზრისით. გთხოვთ, როგორც დეპუტატმა, დასვათ წს საკითხი ზემდგომ შესაბამის ორგანოებში.
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (10წთ)
კითხვა IV: (წამყვანი მიმართავს რესურსცენტრის წარმომდგენელს ქ-ნ ნათია რობაქიძეს)  როგორც ბიოლოგმა, გთხოვთ გვითხრათ, ხომ არ ელოდება რაიმე სახის კატასტროფა ამ პროცესების შედეგად ჩვენს ქვეყანს საქართველოს, რა იცით ამის შესახებ და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს კატასტროფა?
პასუხი: (იხილეთ ვიდეო) (5წთ)

C შეჯამება
წამყვანი
მადლობას გიხდით ჩემო მეგობრებო და მოწვეულო სტუმრებო საინტერესო საუბრისათვის, მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრამ ნამდვილად აამაღლა ჩვენი ეკოლოგიური ცნობიერება, მოტივაცია საგნისადმი, ნამდვილად დაგვეხმარა ყველა იმ უნარ-ჩვევის გამომუშავებსა თუ ფორმირებაში, რასაც გაკვეთილის მიზანი ითვალისწინებდა, მივიღეთ იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე ამას საგაკვეთილო თემები გვასწავლიდა და ბოლოს ჩვენი დღევანდელი თოქ-შოუ მინდა დავასრულო ოპტიმისტური განწყობით, ანუ განწყობით იმისა, რომ ქართველ ერს 3000 წელზე მეტი უცხოვრია როგორც ერს, უმღერია და კვლავაც იმღერს, თავის ტკბილ მრავალჟამიერს!!!

ქართული ხალხური სიმღერა  „3000 წელზე მეტი...“

გაკვეთილის დასასრულს ქიმიის მასწავლებლის საბოლოო სიტყვა: მოახდინა განმავითარებელი კომენტარებითა და განმსაზღვრელი ქულებით მოსწავლეთა შეფასება. (იხილეთ ვიდეო) (1წთ).






12.  შეფასება
განმავითარებელი კომენტარებით და პრეზენტაციის რუბრიკის მიხედვით განმსაზღვრელი ქულით მოსწავლეთა შეფასება
                       



                                                           შეფასების სქემა


1-3 ქ
4-5 ქ
6-7 ქ
8-10 ქ
შესაბამისი ტერმინების ფლობა და ადექვატურად გამოყენება
ვერ იყენებს ტერმინებს სათანადოდ
ნაწილობრივ ფლობს ტერმინებს და უჭირს მისი ადექვატურად გამოყენება
ფლობს ტერმინებს, იყენებს ადექვატურად უმრავლეს შემთხვევაში
ფლობს ტერმინებს, იყენებს ადექვატურად ყველა შემთხვევაში
მოძიებული ინფორმაციის მრავალფეროვნება და შესაბამისობა თემასთან
მოძიებული ინფორმაცია არ აქვს
მოძიებული ინფორმაცია მწირია და არ შეესაბამება თემატიკას
მოძიებული ინფორმაცია მრავალფეროვანია და ნაწილობრივ შეესაბამება თემატიკას
მოძიებული ინფორმაცია მრავალფეროვანია იყენებს განსხვავებულ წყაროებს და შეესაბამება თემატიკას
მონაცემების სხვადასხვაგვარი საშუალებებით წარმოდგენა
არ შეუძლია მონაცემების წარმოდგენა
მონაცემებს წარმოადგენს მხოლოდ სიტყვიერად
მონაცემების წარმოდგენისას იყენებს მხოლოდ ერთ თვალსაჩინო საშუალებას
მონაცემებს წარმოდგენს სხვადასხვა თვალსაჩინო საშუალებით
აუდიტორიასთან ურთიერთობა
აუდიტორია არ უსმენს
აუდიტორიასთან ამყარებს კონტაქტს ნაწილობრივ
იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას უმრავლეს შემთხვევაში
იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავს დროის ლიმიტს
ნაწილობრივ იცავს დროის ლიმიტს
იცავს დროის ლიმიტს უმრავლეს შემთხვევაში
იცავს დროის ლიმიტს
მოვლენების, ფაქტების, საგნების შედარება-შეპირისპირება
არ ჩანს თემაში მოვლენების, ფაქტების, საგნების შედარება-შეპირისპირება
ნაწილობრივ ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს ერთმანეთთან და საგაკვეთილო თემასთან
ადარებს მოვლენების, ფაქტების, საგნების უმეტესობას
ახდენს მოვლენების, ფაქტების, საგნების შედარება-შეპირისპირებას
13.საკლასო მენეჯმენტი

საგანმანათლებლო რესურსები
მე-9 კლასის ქიმიის სახელმძღვანელო ავტ. მ. ვარდიაშვილი.
თეთრი თაბახის ფურცლები,საწერი კალმები, ფერადი ქაღალდები, ფერადი პასტელები, კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, ციფრული ფოტო აპარატი,
ელექტრონული პროგრამები: Microsoft offise word 2010
Microsoft offise Pover-Point 2010
Internet
www.YouTube