четверг, 4 июля 2019 г.

ქიმიის გაკვეთილზე, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის, მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობისა და ეფექტურობის კვლევა.

კვლევა

ქიმიის გაკვეთილზე, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის, მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობისა  და ეფექტურობის კვლევა.

          კვლევის   ანგარიში


სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი მანანა ჯიქურიძე


















                                               2017 -2018 სასწავლო წელი

                                                          
                                                     სარჩევი
შესავალი
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვის აუცილებლობა და სარგებელი                   -----------------------------------------------------------------3 
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება   --4
კვლევის მიზნები           --------------------------------------------------------------6
კვლევის მეთოდები          ------------------------------------------------------------7
ნაშრომის სტრუქტურა      ------------------------------------------------------------7

I  თავი  
ლიტერატურის მიმოხილვა       -----------------------------------------------------9

II თავი
 კვლევის დიზაინი/ მეთოდები     -------------------------------------------------12
კვლევის გეგმა/სამიზნე ჯგუფი     -------------------------------------------------13
მონაცემთა ანალიზი         -----------------------------------------------------------14
კვლევის მიგნებები        --------------------------------------------------------------38
ინტერვენციები/ინტერვენციების განხორციელება   ----------------------------39

III თავი
ინტერვენციების შედეგების შეფასება            -------------------------------------40
 ინტერვენციის შედეგიანობის ანალიზი        -------------------------------------40
კვლევის ნაკლოვანებები და რეკომენდაციები     --------------------------------41
ნაკლოვანებების დაძლევის გზები       ---------------------------------------------41

IV თავ
დასკვნ       -----------------------------------------------------------------------------41

V თავი 
ბიბლიოგრაფია       --------------------------------------------------------------------42
 დანართები      -------------------------------------------------------------------------43




შესავალი
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა . მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს , ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში  (პროფესიულიგანვითარება , მუხლი 133)
მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება, საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება მუხლი 139) სწორედამიტომმასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება. ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკული კვლევის განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება,  მისი გადაჭრის გზების ძიება, პოვნა, ახალი იდეების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად.
ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის,  სწავლა წავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გაუმჯობესების მიზნით.  
                                                                                 3
პრაქტიკის კვლევის განმახორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ,  რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა,  პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ  პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება: ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, საგანმანათლებლო სივრცეში, წარმოადგენს მშობელთა ჩართულობა თავიანთი შვილების სასკოლო-საგაკვეთილო ცხოვრებაში.
შვილის ცხოვრებაში მშობელი არის ის სუბიექტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს შვილის ცხოვრების კალაპოტი და შემდეგ შეუწყოს ხელი, რომ არ ასცდეს შვილი ამ კალაპოტს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ყოფითი პრობლემების გამო, სამწუხაროდ, ეს პროცესი, სრულყოფილად ვერ ხორციელდება.
მშობელი, შვილთან ურთიერთობის დასაწყისიდანვე, არის შვილისათვის იდეალი, მათი აზრები დაბადებიდანვე თანხვედრია.
როდესაც, გარკვეული მიზეზებით, ხდება შვილისა და მშობლის ერთდროს თანხვედრი აზრების დაშორიშორება და ვეღარ არის იგი ჩართული შვილის ყოველდღიურობაში, შვილიც, თანდათან, ვეღარ არის ბოლომდე გახსნილი მშობელთან და კარგავს იგი მშობელზე, როგორც იდეალის სტერეოტიპზე, შეხედულებას და იწყება ბავშვის დისციპლინური და აკადემიური პრობლემები.
რადგანაც, ჩემს მოსწავლეებს, სხვა საგნებთან შედარებით, ქიმიაში დაბალი მოსწრება ჰქონდათ (უკუკავშირისა და შეფასების შედეგებზე დაკვირვება), არა და საგნის საკითხების გაგების პრობლემა არც ერთს არ ჰქონია (სასწავლო პროცესზე დაკვირვება), ასევე, მაინცდამაინც დისციპლინითაც ვერ გამოირჩეოდნენ, ვივარაუდე, რომ საქმე მქონდა შობლების მხრიდან, ოჯახში, შვილების სწავლის პროცესში ჩართვის დეფიციტთან, ასევე სკოლაშიც ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ პედაგოგებთან მშობლებს. გადავწყვიტე, მშობელთა ჩართულობის გააქტიურება მომესინჯა ვერტყვიჭალისსაჯრო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე მყოფი მოსწავლეებისათვის.
მაგრამ, მაინც, რატომ მშობელთა ჩართულობის კვლევაა?
                                                                         4
რადგანაც, სკოლაში იყო და არის დამაკმაყოფილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ქიმიის კაბინეტ-ლაბორატორია,  მობილიზებული ადამიანური რესურსი, პროფესიონალი და სერთიფიცირებული პედგოგები, კლასის დამრიგებლები, რომლებიც თანამშრომლობენ თავიანთ მოსწავლეებთან (მათი ყოველდღიურობა და სადამრიგებლო პროგრამის განხორციელება, სცენარების მომზადება და ღონისძიებებში მოსწვლეთა ორგანიზება, თანამშრომლობის მცდელობა მათ მშობლებთან, როგორც ინდივიდუალური შეხვედრებით, ასევე მშობელთა კრებებით,  პედაგოგებთან, მამოტივირებელი საგნობრივი პროექტები და გაკვეთილები, ექსკურსიები და ა.შ.) ასევე ადმინისტრაცია, (რომელიც ურთიერთობს მოსწავლეებთან სხვადასხვა ეფექტური ღონისძიებების ორგანიზებით, დადგენილია სკოლაში და საჯაროდ გამოკრული მშობლის მიღების დღე, ორგანიზებულად მიმდინარეობს პედაგოგთა მორიგეობები და ა.შ.) ანუ, სკოლის მხრიდან ოპტიმალურია მცდელობები მოსწავლეთა ქცევითი თუ აკადემიური პრობლემების პრევენციისათვის.
 ერთად ერთს, რასაც ნაკლებად ვხედავდი ჩემი მუშაობის განმავლობაში და აქტუალური იყო ჩვენი სკოლისათვის, ეს იყო მშობელთა ჩართულობის დეფიციტი  თავიანთი შვილების სასკოლო-საგაკვეთილო  ცხოვრებაში, სწორედ ამან მიბიძგა, მე, საკვლევ თემად ამერჩია „მშობელთა ჩართულობის ეფექტურობის კვლევა მოსწავლეთა სასკოლო-საგანმანათლებლო ცხოვრებაში და მისი მნიშვნელობა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში ქიმიის გაკვეთილებზე.“ და წინამდებარე კვლევაც სწორედ ამ პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრის მცდელობაზეა ორიენტირებული.
რატომ მაინცდამაინც მე-8 და მე-11 კლასებში?
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ საბაზო საფეხურზე მე-8 და საშუალო საფეხურზე მე-11 კლასებში იყო, რადგანაც მცირე კონტიგენტთან მქონდა საქმე და თითქოს პრობლემა არ უნდა მქონოდა ამ კუთხით, მაგრამ ფაქტია მქონდა, რომელიც ძალიან  მტკივნეული თემა იყო ჩემთვის დადიდი პროფესიული სირცხვილი, ამიტომ ავირჩიე ეს ორივე კლასი გამოსაკვლევად.
მაშასადამე, კვლევა ჩატარდა სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის ქიმიის მასწვლებლის მანანა ჯიქურიძის მიერ. 
                                                                             5
კვლევამიმდინარეობდა  2017- 2018 სასწავლო წლის განმავლობაში (ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით). ამ მიზნით შერჩეული იქნენ VIII და XI კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.  
კვლევის ფარგლებში დაგეგმილი მქონდა და განვახორციელე სხვადასხვა  აქტივობები.
ნაშრომში განხილულია ქიმიის სწავლის პროცესში მშობელთა ნაკლები ჩართულობით გაპირობებული დაბალი აკადემიური მოსწრებისა და დაბალი დისციპლინის ამაღლება-გაუმჯობესების საკითხი. ასევე ყურადღება არის გამახვილებული სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციაზე ამავე საკითხზე, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და მისი გადაჭრის გზებზე.
მოცემული საკითხისკვლევისათვის შემუშავებული მაქვს გეგმა, რომლის მიზანია მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა სასწავლო პროცესში და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება. შედეგის მისაღწევად გამოვიყენე ინტერვენციები, რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა და შევიმუშავე მეთოდები, რომელიც დამეხმარა სწავლის პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდაში.   
ჩემ  მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობით დააკვირდნენ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს.
კვლევის მიზნები ასეთია
  • მშობლის როლი ბავშვის განათლებასა და განვითარებაში;
  • რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის ჩართულობას შვილის სასწავლო პროცესში და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს .
  • არის თუ არა პოზიტიური შედეგების მომცემი მშობლის ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
  • ინტერვენციების და მისი მიზნების განსაზღვრა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი შვილის სასწავლო პროცესში და დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობის შეფასება.
                                                                 6
პრაქტიკული კვლევის პროცესში გამოყენებული მაქვს კვლევის სხვადასხვა მეთოდები. ესენია:
1.      რაოდენობრივი მეთოდი, მშობელთა სადიაგნოსტიკო გამოკითხვები და მათ მიერ შევსებული კითხვარები, ასევე გამოყენებულია მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო ტესტირება, რომელთა საფუძველზეც არის გაკეთებული  დასკვნები.
2.      თვისებრივი მეთოდი, უბრალო დაკვირვება სასწავლო პროცესზე.
 ამ კლასებში ზოგადად  მშობელთა ჩართულობა თავიანთი შვილების სასწავლო პროცესებში ძალიან დაბალია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა განმაპირობებელი ფაქტორებით და მიზეზებით,
ძირითადი მიზეზი აღმოჩნდა დროის არქონა ყოფითი პრობლემების გამო და კიდევ ის, რომ მათ არ თხოვენ ოფიციალურად იყვნენ ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში, ასევე მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში. აქედან გამომდინარე შემუშავდა და განხორციელდა შესაბამისი ინტერვენციები, რამაც პირველად უკუ რეაქცია გამოიწვია როგორც მშობლებში, ასევე მოსწავლეებში, რადგანაც გადაჩვეული იყვნენ ამ საქმიანობას, ხოლო შემდეგ კი თანდათანობით გააუმჯობესა მოსწავლეთა  როგორც დისციპლინა, ასევე აკდემიური შედეგები უფრო საბაზო საფეხურზე ვიდრე საშუალო საფეხურზე და ასევე მეტნაკლებად ჩართო მშობლებიც  სასწავლო პროცესში.
ნაშრომის სტრუქტურა ასეთია
 შესავალი სადაც მოცემულია პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვის აუცილებლობა და სარგებელი. ასევე მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, კვლევის მიზნები, ამოცანები და  კვლევის  მეთოდები.
 I  თავში  განხილულია  ლიტერატურის მიმოხილვა.
 II თავში განხილულია  კვლევის დიზაინი, რომელიც მოიცავს ძირითად საკვლევ კითხვებ;  სამიზნე ჯგუფ, კვლევის მეთოდებ, როგორ განხორციელდა მონაცემთა ანალიზი და რა მინებები გამოიკვეთა, ასევე, რა ქმედებები/ინტერვენციები დაიგეგმა და როგორ განხორციელდა ისინი;
                                                                                           7
III თავში განხილულია კვლევის დიზაინიკვლევის ანგარიშის ამ ნაწილში ჩამოყალიბებულია  ძირითადი საკვლევი კითხვები; მითითებულია სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები, როგორ განხორციელდა მონაცემთა ანალიზი და რა მიგნებები გამოიკვეთა, ასევე, რა ქმედებები/ინტერვენციები დაიგეგმა და როგორ განხორციელდა ისინი;
IV თავში განხილულია ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება . ამ ნაწილში გაანალიზებული რა გზით/მეთოდით შეფასდა განხორციელებული ინტერვენციის შე- დეგიანობა. კვლევის ნაკლოვანებები და რეკომენდაციები, როგორ შეიძლება ამ ნაკლოვანებების დაძლევა;
 V თავში  განხილულია  მიღებული შედეგების შეჯამება და მათგან გამომდინარე დასკვნები.  ასევე მომავალი კვლევისთვის მნიშვნელოვანი საკითხები;
VI თავში ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალია მოცემული. 
VI I თავი ეხება ბიბლიოგრაფია სადაც  მითითებული  გამოყენებული წყაროები და დანართები.





                                                                         






                                                                           8
თავი  II                                                                     
ლიტერატურის მიმოხილვა

მშობელთა ჩართულობის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, მშობლისა და შვილის ერთად მეცადინეობის აქტივობამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ბავშვის აკადემიური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის. (Sheldon&Epstein, 2005); მეორე კვლევაში კი ხაზგასმულია მოსწავლეთა მოსწრების საგრძნობი გაუმჯობესება, როდესაც ისინი (მოსწავლე-მშობელი)ერთად აკეთებენ დავალებებს (VanVoorhis, 2003). 
აშშ-ის კვლევებმა აჩვენა, რომ დავალებები, რომლებიც მოსწვლე-მშობლის ინტერაქციას/ერთობლივ ჩართულობას მოითხოვს, აკადემიური უნრ-ჩვევების გუმჯობესების წინაპირობაა (Sheldon&Epstein, 2005);
კვლევამ, რომელიცზომავდაოჯახურადსწავლებისეფექტს, დაადგინა, რომმოსწავლეთაკითხვისდაანგარიშის  უნარებიდა მოტივაცია ამაღლდა, მასწავლებლებსუადვილდებოდათასეთი მოსწავლეებისაგან შემდგარი კლასისმართვა, მშობლებიც კიდევ უფროჩაერთვნენშვილებისსასკოლოცხოვრებაშიდაუკეთესადუწყობდნენხელსმათმიეღწიათ აკადემიური წარმატებებისათვის. (http://mastsavlebeli.ge/?p=2113 )
შესაბამისი კვლევებიადასტურებსმშობელთაჩართულობისდიდეს მნიშვნელობასმოზარდობისდასიყრმისპერიოდშიც. მოსწავლეთამიღწევებზეჩატარებულმაკვლევათა შედეგებმააჩვენა, რომ შვიდიწლისბავშვისგანვითარებისპროცესშიმშობლებისჩართულობამნიშვნელოვანზეგავლენასახდენსმოგვიანებით, 20 წლისახალგაზრდისწარმატებებზე. მშობელთაჩართულობაშიიგულისხმებაბავშვთანერთადგატარებულიდრო, მშობლებისდაინტერესებაბავშვის განათლებით და შვილთან ერთად მეცადინეობა. 
აშშ-სადადიდბრიტანეთშიჩატარებულმა კვლევამაჩვენა, რომმშობელთასასკოლო ცხოვრებაში ჩართულობაგარკვეულ დადებითზეგავლენასახდენსმოსწავლისგანვითარებისპროცესზე.ოჯახისსოციალურ-ეკონომიკურიმდგომარეობისმიუხედავად,მშობელთა ამგვარი დამოკიდებულებამნიშვნელოვანიფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლისყველასაფეხურზე.
                                                                      9
თუ მშობელი ადრეული ასაკიდანვეა შვილის ცხოვრებში ჩართული, ეს ნიშნავს, რომ მშობელი შვილისთვის არის იდეალის სტერეოტიპი და ეს ჩართულობა შვილის კოგნიტურ ემოციურ განვითარებასთანაა პირდაპირ კავშირში.შვილებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, თუ რას აკეთებენ მშობლები ოჯახში, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ, მაგალითად მშობელთა მიერ სახლში შვილებისათვის, ზოგადად ოჯახურ სიტუაციებში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.
საქართველოსგანათლებისსისტემის ისტორიაშიპირველად 2015 წელს ჩატარდა მშობელთაკონფერენცია, ამავე წელსეროვნულისასწავლოგეგმისზოგადნაწილშიგაჩნდაჩანაწერიმშობელსადასკოლასშორისურთიერთობისსაკითხებზე. (http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf )
ასევე კვლევა ჩატარდა საქართველოში განათლების სისტემის პროექტის  G-PriEd-ის მიერ 2012 წელს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების დირექტორის, მასწავლებლების და მშობლების აზრის გამოკითხვა - მშობელთა ჩართულობის მოდელის შესახებ და  საქართველოში არსებული სიტუაციის  შესწავლამშობელთა ჩართულობის მოდელის რეალობაზე მოსარგებად.
კვლევამ დაადასტურა სკოლების ხელშეწყობის აუცილებლობა მშობელთა ჩართულობაზე.  გამოკითხვის  შედეგად გამოიკვეთა, რომ მშობელთა ჩართულობის საკითხში სკოლების ადგილმდებარეობის მიხედვით  განსხვავებული სირთულეები არსებობდა, როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესებში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, კერძოთ: ნაკლებად აცდენენ გაკვეთილებს, არ აგვიანებენ, იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები, უფრო ხარისხიანად და პასუხისმგებლიანად ასრულებენ საშინაო დავალებებს, გამოირჩევიან ქცევითი დისციპლინით, კეთილგანწყობილნი არიან სკოლის პერსონალის მიმართ და აქვთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა. ამდენად სკოლა და მასწავლებლები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით.
                                                                    10
მაშასადამე, კვლევებით, მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო  საზოგადოებაზე: მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე.
მარია მონტესორი - იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და სწავლების ინოვაციური მეთოდის ფუძემდებელი,ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მშობელთა ჩართულობას თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში.
მარია მონტესორი 1988 წელს იუნესკოს მიერ მე-20 საუკუნის 4 უდიდეს პედაგოგს შორის იყო დასახელებული.
 მონტესორის სკოლებში მშობლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. მათი მოვალეობა იყო,  ბავშვებს სკოლაში არ დაეგვიანათ;  სუფთა, მოწესრიგებულნი მოსულიყვნენ, ყველა მშობელი ვალდებული იყო,  კვირაში ერთხელ სკოლის დირექტორთან მოეკითხა შვილის ამბავი. იგი თავად დადიოდა ბავშვების ოჯახებში. მას სურდა, რომ მშობლებს ეგრძნოთ, რომ სკოლა მათიც იყო და ეკისრებოდათ დიდი პასუხისმგებლობა,  სკოლის პერსონალთან ერთად მიეღწიათ სკოლის საერთო მიზნებისათვის. თუ მშობელი თანამშრომლობაზე უარსამბობდა, მის შვილს სკოლიდან რიცხავდნენ მანამ, სანამ მშობელი თანამშრომლობის სურვილს არ გამოთქვამდა. (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,  2008,  გვ. 210 ). 


















                                                                                           11

თავიIII

კვლევის გეგმა

საკვლევითემისგანსაზღვრა–რადგანაც,  ჩემს პრაქტიკაში გამოიკვეთა თავიდანვე ის, რომ მშობელთა უმრავლესობა თითქმის არ ღებულობდა მონაწილეობას შვილების სასკოლო ცხოვრებაში, რაც პირდაპირ იყო ასახული მოსწავლეთა აკადემიურ და ქცევით შედეგებზე,  ასევეარასრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია ხელს მიშლიდა დროულად მიმეწოდებინა მშობლებისათვის ინფორმაცია მოსწავლეთ კადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.(არაეფექტური კომუნიკაციის  სანიმუშო შედეგი გახლდათ ის,რომ მშობლები აქეთ მასწავლიდნენ, ვის რა ნიშანი ეკუთვნოდა, კლასში ვინ ვისზე  ძლიერი მოსწვლე იყო, იყო მსუბუქი ფორმის მუქარები შვილის სკოლიდან გადაყვანისა, თუ მათ შვილს  მათთვის სასურველი ნიშანი არ ექნებოდა და ა.შ.), ამ მხრივ განსაკუთრებით კრიტიკული მდგომრეობა იყო საბაზო და საშუალო საფეხურებზე და ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული კვლევის ჩატარება ამ საფეხურებზე თითო კლასში.  ავირჩიე მე-8 და მე-11 კლასები, სადაც მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი ინარჩუნებდა  ყურადღებას და ინტერესს შვილების სასწავლო პროცესის მიმართ და დავგეგმე მათი აქტიური ჩართვისთვის მიმეღწია ქიმიის საგნის სწავლებაში. შედეგად მივიღე საკვლევი საკითხი შემდეგი ფორმულირებით:
„ მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა სწავლების ხარისხის ამაღლებაში ქიმიის  გაკვეთილზე  მე-8 და მე-11 კლასებში“.
კვლევის მიზნად განისაზღვრა

 დამედგინა:
  • საერთოდ რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის განათლებასა და განვითარებაში;
  • რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში და პირიქით რა ფაქტორები განაპირობებს მის ჩართულობას.
  • იძლევა თუ არა პოზიტიურ შედეგებს  მშობელთა ჩართულობა შვილის დისციპლინასა და აკადემიურ პროცესებში  საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

                                                                            12
·         განვსაზღვრო ინტერვენციები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში და შევაფასოთ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
                                              
სამიზნე ჯგუფი: 
  • მე-8 კლასის მოსწავლეები
  • მე-8  კლასის მოსწავლეების მშობლები.
  •  მე-11კლასის მოსწავლეები
  • მე-11  კლასის მოსწავლეების მშობლები.
საკვლევი კითხვების ფორმულირებაგანვსაზღვრე რა კვლევის მიზანი, ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვები, რომლებზეც გაცემული პასუხები დამეხმარა კვლევის სწორი მიმართულების  შერჩევაში.
მთავარი კითხვაიყორა ფაქტორები უშლის ხელს ან რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის ჩართულობას თავისი შვილის სასწავლო პროცესში და რა შედეგები მოაქვს ამას მათი შვილებისათვის?
          კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე გაცემული პასუხები. ეს ქვეკითხვებია:
  •  რამდენად დატვირთული ცხოვრების რეჟიმი აქვთ მშობლებს
  • კონკრეტულად, რას თვლიან ისინი თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის ხელის შემშლელ ფაქტორად?
  • თვლიან თუ არა, რომ ბავშვი უკვე დიდია და აღარ არის აუცილებელი ხშირი კონტაქტი პედაგოგთან და თვითონ ბავშვისაგან იღებენ საკმარის ინფორმაციას.
  • ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას შვილის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში





                                                                                    13
მონაცემთაანალიზი

საკვლევკითხვებზეპასუხისგასაცემადგამოყენებულიმაქვს კვლევისშემდეგიმეთოდები:
·         ანკეტირებისათვის კითხვარები (მშობლებისათვის).
·         დიაგნოსტიკური ტესტი (მოსწავლეებისათვის)
·         სასწავლო პროცესზე  უბრალო დაკვირვება.
სვეტოვანი და წრიული დიაგრამები  (სტატისტიკის ანალიზის შედეგების ჩვენებისათვის).
კითხვარი  მოვამზადე მე-8 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლის მშობლის/კანონიერი მეურვისათვის (იხ. დანართი 1).
მშობლებისათვის, რომ დრო არ დამეკარგვინებინა, გადავწყვიტე წერილობით მიმემართა მათთვის, მათივე შვილების დახმარებით, კლასების მიხედვით და ვთხოვე, დაურიგდებოდათ კითხვარები და უნდა ეპასუხთ მათზე, შემდეგ პასუხ გაცემული კითხვარები დაებრუნებიათ უკანვე 5 დღის ვადაში. ასეთნაირად ჩავაყენე მშობლები საქმის კურსში. დროის ეს მონაკვეთი მშობლებს შესაძლებლობას აძლევდათ სრულად და ყურადღებით შეევსოთ კითხვარი. კითხვარის მიზანი იყო გამეგო სწავლების პროცესში მშობელთა ნაკლები ჩართულობის მიზეზი და მათი მხრიდან რა დახმარებას იღებდნენ შვილები ქიმიის შესწავლაში.
ყველა მშობელმა თანხმობა გამოთქვა აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობაზე და ნებაყოფლობით შეავსეს კითხვარები.
დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის  საფუძელზე(იხ. დანართი 2) მე-8და მე-11 კლასის მოსწავლეებში,  ჩავატარე საგან ქიმიაში დიაგნოსტიკური ტესტირება, რომლის მიზანი იყო დამედგინა მშობელთა ნაკლები ჩართულობის დროს რამდენად ჰქონდათ მოსწავლეებს საგნობრივი ცოდნა და შემდგომში მშობელთა უფრო აქტიური ჩართულობის შემდეგ გაუმჯობესდებოდა თუ არა მთი აკადემიური მდგომარეობა.





                  კვლევის შედეგების ანალიზი კლასების მიხედვით
  
                                                                                         VIII   კლასი

ჩემს მიერ გამოკითხული მოსწავლეთა მშობლებიდან,  დავინტერესდი, თუ  კომუნიკაციის რომელ ფორმას არჩევენ, ქიმიის მასწავლებელთან თავიანთი შვილების შესახებ საუბრისას. აღმოჩნდა, რომ რვა გამოკითხული მშობლიდან (მხოლოდ რვა მოსწვლეა მე-8 კლასში)  შვიდი უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალურ  პირად შეხვედრებს, ხოლო ერთს საერთოდ არ აქვს არანაირი კომუნიკაცია



  დიაგრამა 1.  მასწავლებელთან მშობლების კომუნიკაციის ფორმა



შეკითხვაზე,  თუ რამდენად ხშირად ესაუბრებიან ქიმიის მასწავლებელს თავიანთი შვილების თაობაზე, 8 გამოკითხული მშობლიდან ერთი  ამბობს, რომ  არასოდეს,  რადგან არ აქვს დრო,    2 მშობელი ამბობს, რომ მასწავლებელს ესაუბრება სემესტრში ერთხელ,  2 ამბობს - არასოდეს, რადგან არ დაინტერესებულა, მხოლოდ სამი მშობელი ესაუბრება ქიმიის მასწავლებელს თვეში ერთხელ. ჩემი კომენტარი კი ასეთია: მხოლოდ ერთი მშობელი მესაუბრება შვილის თაობაზე, ისიც სემესტრში ერთხელ.





დიაგრამა 2. ქიმიის  მასწავლებელთან მშობელთა  შეხვედრების სიხშირე

შემდეგი შეკითხვა გახლდათ: ეკითხებიან თუ არა მშობლები შვილებს რა აქვთ ქიმიაში დავალება და შესრულეს თუ არა.
თუ რამდენად ხშირად იციან მშობლებმა, რა აქვთ მათ შვილებს ქიმიაში  დავალებად, პასუხები ასე გადანაწილდა: 4-ყოველთვის ინტერესდება, 1- ხშირად, 3-იშვიათად.


დიაგრამა 3. მშობელთა  ინფორმირებულობა შვილების შესახებ
                                                                            
შემდეგი ჩემი ინტერესის სფერო იყო, თუ რამდენად ეხმარებოდნენ შვილებს მშობლები ქიმიის დავალებების მომზადების პროცესში. პასუხები ასეთი იყო: 3 მშობელი ეხმარება, 4 ვერა, რადგან არ იცის ქიმია, ხოლო ერთს არ უცდია არასოდეს ასეთი რამ.


დიაგრამა 4. მშობელთა  დახმარება ქიმიის  სწავლისას

გამოკითხულთაგან, თუ რა იყო მოსწავლის წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზი, 2 მშობელი მიიჩნევს, რომ თვით მოსწავლეა პასუხისმგებელი მისსავე აკადემიურ მოსწრებაზე, კიდევ 2 მიიჩნევს, რომ ეს მასწავლებელსა და მოსწავლეზეა დამოკიდებული, ასევე ორი მშობლის აზრით მოსწავლეთა წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე, სამივე მათგანზე მასწავლებელი-მოსწავლე-მშობელზე, თითო-თითო კი მიიჩნევს, რომ ეს დინამიურობა დამოკიდებულია: მშობელსა და მასწავლებელზე და მშობელსა და მოსწავლეზე.

დიაგრამა 5. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დამოკიდებულება ...


მოსწავლეთა კლასგარეშე ღონისძიებებზე (კონცერტები, წარმოდგენები, საახალწლო ზეიმები  და ა.შ.) დამსწრე მშობელთა  რაოდენობა ასე გამოიყურება: 3 მშობელი 
ყოველთვის ესწრება, 4-ხშირად,  მხოლოდ ერთი ესწრება იშვითად.




დიაგრამა 6. მშობელთა დასწრება შვილების ღონისძიებებზე


ზოგადად, რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, რათა მშობლები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულნი თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებაში? 8 გამოკითხულიდან 4 მშობელი პასუხობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა, ყოველთვის არიან  ჩართულნი შვილების სასკოლო ცხოვრებაში, 2 პასუხობს, რომ არ ესმის ქიმია და ეს არის მიზეზი, რომ ვერ ეხმარება შვილს სწავლის პროცესში, ერთ მშობელს საოჯახო და სამსახურეობრივი მოვალეობის გამო არ აქვს თავისუფალი დრო, ხოლო კიდევ ერთს, აქვს, აქ ჩამოთვლილთაგან განსხვავებული პრობლემა, რომელიც ჩემთვის უცნობია, რადგან მშობელს არ დაუკონკრეტებია.



დიაგრამა 7.  შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა

                                                                               XI   კლასი

მე-11 კლასში კვლევის დასაწყისისათვის სიით ირიცხებოდა 19 მოსწავლე, აქედან ერთი კვლევის პროცესში გადავიდა სხვა სკოლში და გამოეთიშა ამ პროცესს,  ერთი მოსწავლე არ დადის სკოლაში ოჯახური პირობების გამო და ამის გამო ვერ მიიღო მონწილეობა კვლევაში, ერთი  სსსმ მოსწავლეა და მე არ მივაღებინე მონაწილეობა, ხოლო ერთმა არ დააბრუნა კითხვარის პასუხები საერთოდ.  დარჩენილი 15 დაბრუნებული პასუხიდან კითხვაზე: კომუნიკაციის რომელ ფორმას იყენებდნენ ქიმიის მასწავლებელთან ურთიერთობისას თავიანთი შვილების შესახებ საუბრისთვის, ასეთი პასუხები მივიღე: 2 მშობელს საერთოდ არ აქვს არანაირი კომუნიკაცია მასწავლებელთან, დანარჩენი 13-ის აზრით იყენებენ ინდივიდუალურ შეხვედრებს. ჩემთვის ეს ბოლო პასუხი აღმოჩნდა გასაკვირი, რადგან რეალობა ასეთია მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლებიდან მხოლოდ ერთს აქვს  შვილის შესახებ კომუნიკაცია საგნის მასწავლებელთან.





დიაგრამა 8.  მასწავლებელთან მშობლების კომუნიკაციის ფორმა


შემდეგ შეკითხვაზე,  თუ რამდენად ხშირად ესაუბრებიან თავიანთი შვილების ქიმიის მასწავლებელს  შვილების თაობაზე, 15 გამოკითხულიდან - 7 მშობელი თურმე თვეში ერთხელ ესაუბრება, 6 კი სემესტრში ერთხელ, ხოლო ორი მშობელი ამბობს, რომ  არასოდეს არ ესაუბრება ქიმიის მასწავლებელს თავიანთი შვილების  თაობაზე,  რადგან არ აქვს დრო.



დიაგრამა 9. ქიმიის  მასწავლებელთან მშობელთა  შეხვედრების სიხშირე

შეკითხვაზე ეკითხებიან თუ არა მშობლები შვილებს რა აქვთ ქიმიაში დავალება და შესრულეს თუ არა 15 გამოკითხული მშობლიდან 8 - ყოველთვის ეკითხება, 5 - ხშირად,  ხოლო 2 - იშვიათად. 



დიაგრამა 10. მშობელთა  ინფორმირებულობა
                                                                                     
შემდეგი ჩემი დაინტერესების სფერო იყო,  რამდენად ეხმარებოდნენ შვილებს მშობლები ქიმიის დავალებების მომზადების პროცესში. პასუხები ასე გადანაწილდა: ოთხი მშობელი არ თვლის საჭიროდ ჩაერიოს შვილს სწავლის პროცესში, მთლიანად შვილისთვის აქვს მინდობილი ეს საქმე, კიდევ ოთხი მშობელი ამბობს, რომ არ ეხმარებიან, რადგან არ იციან ქიმია, მხოლოდ სამი მშობელი ეხმარება შვილებს ქიმიის დავალებების შესრულებაში, სამს კი არასოდეს არ უცდია დახმარების გაწევა.


დიაგრამა 11. მშობელთა  დახმარება  ქიმიის  სწავლისას


გამოკითხულთაგან, თუ რა იყო მოსწავლის წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზი, შვიდი მშობელი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე მშობელი-მოსწავლე-მასწავლებელზე, ხუთი მშობელი ამბობს,რომ ეს  დამოკიდებულია თვით მოსწავლეზე, ორი მთლიანად მასწავლებელს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ერთი მშობელი ამბობს, რომ მოსწავლის წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია მხოლოდ მასწავლებელსა და მოსწავლეზე და მთლიანად გამორიცხავს მშობლის ფაქტორს.


დიაგრამა 12. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დამოკიდებულება ...

მოსწავლეთა კლასგარეშე ღონისძიებებზე (კონცერტები, წარმოდგენები, საახალწლო ზეიმები  და ა.შ.) დამსწრე მშობელთა  რაოდენობა ასე გამოიყურება: ერთი ყოველთვის ესწრება თავისი შვილის ღონისძიებებს, ერთი კიდევ ხშირად, 10 მშობელი იშვიათად ესწრება, ხოლო  3-არასოდეს, რადგან არ აქვს დრო.



დიაგრამა 13. მშობელთა დასწრება შვილების ღონისძიებებზე

ზოგადად, თუ რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, რომ   აქტიურად ყოფილიყვნენ  მშობლები შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი, 3 მშობელი პასუხობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა, ყოველთვის აქტიურად არიან  ჩართულნი შვილების სწავლის პროცესში, 7 მშობელი პასუხობს, რომ ყოფითი პრობლემების გამო არ აქვთ თავისუფალი დრო. 3 მშობელს არ ესმის ქიმია და ეს არის მიზეზი, რომ ვერ ეხმარება შვილს, ერთი არ თვლის საჭიროდ ხშირ კონტროლს და მონაწილეობას და კიდევ ერთს აქვს სრულიად უცნობი მიზეზი ხელის შემშლელი, რომელსაც არ აფიქსირებს.



დიაგრამა 14.  შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა




კვლევის შედეგების საერთო ანალიზი



დიაგრამა 1.  მასწავლებელთან მშობლების კომუნიკაციის ფორმები



დიაგრამა 2. ქიმიის  მასწავლებელთან მშობელთა  შეხვედრების სიხშირე



დიაგრამა 3. მშობელთა  ინფორმირებულობა შვილების შესახებ


დიაგრამა 4. მშობელთა  დახმარება ქიმიის  სწავლისას



დიაგრამა 5. ვიზეა დამოკიდებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება


დიაგრამა 6. მშობელთა დასწრება შვილების ღონისძიებებზე



დიაგრამა 7.  შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა


ხოლო აკადემიური მოსწრების დიაგნოზტიკური ტესტები  კლასების მიხედვით ასე გამოიყურება:




                                                                       VIII კლასი

                                                                                         

  





                                                                         

                                                                          XI კლასი





 



კვლევის მიგნებები
კვლევის შედეგების ანალიზის დროს გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
v  მე-8 კლასის მოსწავლეთა მშობლები უფრო მეტად არიან ჩართულნი თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებაში ვიდრე  მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლები.
v  მე-8 კლასის მოსწავლეთა მშობლების ნახევარი არ არის ჩართული თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლები თითქმის მთლიანად.
v  ორივე კლსის23 მშობლიდან 13 აცხადებს, რომ საოჯახო და სამსახურეობრივი მოვალეობის გამო არ აქვთ თავისუფალი დრო ან /და არ ესმით ქიმია და ეს არის მიზეზი, რომ ვერ არიან ჩართულნი თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
v  გამოკითხულთაგან ძირითადად მასწავლებელს ხვდებიან თავიანთი შვილების თაობაზე თვეში ან სემესტრში ერთჯერ, მაგრამ 23 მშობლიდან ხუთს  საერთოდ არ აქვს კომუნიკაცია  მასწავლებელთან.
v  გამოიკვეთ ისიც, რომ ზოგიერთი მშობელი  ვერ აცნობიერებდა მათი ჩართულობის მნიშვნელობას შვილების სასწავლო პროცესში, მათ არასწორად ესმოდათ თუ რას ნიშნავდა ჩართულობა.
v  კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეების მშობლების პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესის მიზეზი, შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი, იყო მშობლების გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი.

                                                                                   38
III თავი
ინტერვენციები  და მისი მიზნები

 კვლევისასმიღებულიმონაცემებისანალიზისშედეგების საფუძველზედავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
·         მე გამოვიჩინო ინიციატივა კომუნიკაციაში, არ დაველოდო მშობლებისგან დახმარების შემოთავაზებას. მე თვითონ  ვთხოვო მათ დახმარებათავიანთ შვილებთან მუშაობაში.
მიზანი: კომუნიკაციის გაუმჯობესება.
·         ჩავატარო მშობელთა გამოკითხვა, სადაც გავარკვევ თუ რა სახის დახმარებას საჭიროებენ მშობლები  მათი შვილების ხელშეწყობის მიზნით ქიმიის სწავლაში ეფექტიანად ჩასართავად და შემდეგ უზრუნველვყო ეს დახმარება.
უზრუნველყოფა შემდეგში მდგომარეობს:
მოსწავლეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით  ყოველი თვის ბოლოსამშაბათს და პასკევს დავგეგმო შეხვედრა, სადაც მოსწავლეებთან  ერთად  მათი მშობლებიც ჩაერთვებიანგაკვეთილის პროცესში, მიიღებენ რეკომენდაციებს ქიმიის მასწავლებლიდან, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ შვილს ქიმიის საგნის შესწავლაში.
მიზანი: მშობელთა საჭიროებების გამოვლენა ქიმიის სწავლებაში შვილებისათვის დახმარების გასაწევად.

·         ასევე,ხშირად შევხვდე მშობლებს ინფორმაციისა და იდეების ურთიერთგაზიარებისათვის. შეხვედრას არ უნდა ქონდეს ლექციის სახე.  სასურველი იქნება თუ  შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა მშობელთან სხვადასხვა დროს.
ჩავატარო ღია/საჩვენებელი გაკვეთილი მშობლებისათვის, რათა გავაცნო მათ ახალი მეთოდოლოგია, რაც მშობელს დაეხმარება გააცნობიეროს, თუ  როგორ შეძლებს თავად, უკეთ დაეხმაროს შვილს საშინაო დავალების შესრულების პროცესში.
მიზანი: მშობელთა ინფორმირებულობა საჭირო საკითხებზე.
                                                                       39

·         მივაწოდო მშობლებს დეტალური ინფორმაცია, როგორც სკოლაში უკვე განხორციელებული ღონისძიებების და სამუშაოების შესახებ, ასევე მომავალში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე.ასევემივაწოდოინფორმაციასასწავლოპროგრამისშინაარსზე,შეფასებისპროცედურებისდაკრიტერიუმებისშესახებ,თუროგორშეიძლებაბავშვებსდაეხმარონშინმეცადინეობისდროს.
მიზანი: მშობელთა ინფორმირებულობა საჭირო საკითხებზე.


·         მივაწოდო მშობლებს ინფორმაციული სახის მასალები ბავშვის განვითარებასთან, ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული, რეკომენდაციების სახით, ვიდეო-აუდიო მასალებისა და ვებ-გვერდების მისამართების სახით.
მიზანი: მშობელთა ინფორმირებულობა საჭირო საკითხებზე.

                                                                            
·         ვეცდები ასევეგამოვიმუშავოჩვევა, გავუგზავნომშობელსმოსწავლისსაქებარიწერილი. რადგანაც ვიცი, რომ მშობლისბედნიერებასსაზღვარიარაქვს, როცამასწავლებელიუგზავნისმათინფორმაციასშვილისწარმატებისშესახებ.
მიზანი: მოტივაციის გაღვივება ჩაერთოს შვილის სასკოლო ცხოვრებაში.





      ინტერვენციის შედეგების შეფასება:
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინტერვენცია დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო პროცესში, 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში, დაკონკრეტებული ვადები არ დამიწესებია მოსწავლეთა ხასიათობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, აქტივობების განხორციელება ხდებოდა მოსწავლეებთან შეთანხმების შესაბამისად, რამაც გამოიღო შესაბამისი შედეგები.
ჩემი მიზანი იყო, გამეგო, რა დადებითი შედეგი გამოიღო მშობელთა, ჩემი თხოვნით, ჩართულობამ მოსწავლეთა ქიმიის საგნის მიმართ მოტივაციის გაზრდასა და აკადემიურ მიღწევებში, (მშობელთა კრებაზე მომეჩვენა, თითქოს ისედაც საქმით გადატვირთულ მშობლებს საქმე მოვუმატე). მაგრამ მაინც კვლევის ბოლოს ინტერვენციის ანალიზის შედეგად რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:

                                                                    40
Ø  საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება მშობელსა და მასწავლებელს შორის, რათა მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია თავიანთი შვილების თაობაზე სისტემატიურად.
Ø  მიეწოდოს მათ დამხმარე მასლები, რეკომენდაციები ასევე ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები, რათა მათ მასწავლებლისაგან დამოუკიდებლად შეძლონ სახლში დაეხმარონ შვილებს ქიმიის შესწავლაში.
Ø  ჩავრთოთ მშობლები სხვდასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში, რათა მათ თავი იგრძნონ აუცილებელ და პასუხისმგებელ პირად სკოლაში.
Ø  მშობლის მხრიდან მოუცლელობისას, მასწავლებელმა, თვითონ გამოიჩინოს ინიციატივა ხშირად ესაუბროს მთ ტელეფონით ან პირადად.

კვლევის ნაკლოვანებები
·         კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მამების უმრავლესობა უარაცხადე თანამშრომლობაზ.
·         მამების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებფიზიკურ საქმიანობას და არა სწავლას იმისათვის რომ იცხოვრო,  რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლის მიმართ სწორ დამოკიდებულებაზე (ხელობას ისწავლის, იმუშავებს და იცხოვრებს).
·         ერთ მოსწავლეს არ ჰყავს მამა (გარდაცვლილია), ეხმარება დედას საყოფაცხოვრებო საქმეებში და ხელი ეშლება სწავლაში.

IV თავ
 დასკვნა

სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (კვლევა მოიცავდა პრობლემის შესწავლას, ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებასა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მშობელთა ნაკლები ჩართულობის მიზეზია:

·         დროის არ ქონა, გამოწვეული ყოფითი პრობლემებით.
·         მშობელთა მხრიდან  ჩართულობის აუცილებლობის მნიშვნელობის არასწორი აღქმა/გააზრება.
·         მამების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებფიზიკურ საქმიანობას და არა სწავლას იმისათვის რომ იცხოვრო,  რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლის მიმართ სწორ დამოკიდებულებაზე (ხელობას ისწავლის, იმუშავებს და იცხოვრებს).


                                                                                    41
აღნიშნული პრობლემების ღმოსაფხვრელად გადადგმული გარკვეული ნაბიჯების შედეგად 2017-2018 სასწავლო წელს უმნიშვნელოდ გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში (რაც გამოიხატა მათი გაზრდილი აქტიურობით), ასევე ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება (უკუკავშირი და შედეგების შეფასება) მე-8 კლასში ქიმიაში.  ხოლო მე-11 კლასში ვფიქრობ, რომ არაფერი შეცვლილა, რისი დადასტურებაც არის ხუთი ჩაჭრილი მოსწავლე საატესტატო გამოცდებზე ამ საგანში.
მართალია კვლევა დავასრულე 2018 სასწავლო წლის ბოლოს, მაგრამ
 2018-2019 სასწავლო წელს, როცა გავაგრძელე კომუნიკაცია როგორც მშობლებთან ასევე მოსწავლეებთან მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც აკადემიური მოსწრება ასევე დისციპლინა წინა წელთან შედარებით.
გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ უმრავლესობა შედეგიანი იყო.
იმედს ვიტოვებ
 მომდევნო სასწავლო წლებში თანდათან უფრო უკეთეს შედეგებს გამოიღებს სასწავლო წლის განმავლობაში გატარებული ინტერვენციები. ასევე, იმედს ვიტოვებ, განვახორციელო სასკოლო საჭიროებებზე იგივე კვლევა ჩემს კოლეგებთან ერთად, რათა ერთად მივაღწიოთ სრულ წარმატებას და ხელი შევუწყოთ ეროვნულ სასწავლო მიზნების წარმატებით გნხორციელებას ჩვენს სკოლაში.

V თავი 
ბიბლიოგრაფია
1.       ინასარიძემ, ლობჟანიძეს, რატიანიმ, სამსონიაი. „მასწავლებლისსაქმიანობისდაწყების, პროფესიულიგანვითარებისდაკარიერულიწინსვლისსქემისგზამკვლევინაწილი II მასწავლებლისპროფესიულიგანვითარებისეროვნულიცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2.      რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის. მშობელთა ჩართულობა. თბილისი 2015წ. G-PRIED. საქართველო დაწყებითი განათლების პროექტი  http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf
3.      სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად. 6 თებერვალი 2014 წ. ირინა აბულაძე http://mastsavlebeli.ge/?p=2113
  1. განვითარებისა და სწავლის თეორიები, იმედაძე ნ, გორგოძე ს, ჯანაშია ნ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი 2008,  გვ. 219
  2. ტრენინგის მასალები - როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.

                                                                               42
დანართი 1

კითხვარი მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის

მოგესალმებით!
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი (მანანა ჯიქურიძე), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ვატარებ მშობელთა ჩართულობის ეფექტურობის პრაქტიკულ კვლევას, რომელსაც საბედისწერო მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა აკადემიური და ქცევითი წარმატებებისათვის. ეს დახმარებას გაგვიწევსმე და თქვენს შვილს უზრუნველვყოთ, სასწავლო და ქცევითი პროცესების წარმატებით წარმართვა. თქვენი მონაწილეობა კვლევაში არის ნებაყოფლობითი (შეგიძლიათ უარი თქვათ მონაწილეობაზე და შესაბამისი ჩანაწერით დაადასტუროთ ფურცელზე).თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ კითხვარი და შემოხაზოთ ან ღნიშნოთ თქვენთვის სასურველი პასუხი.  თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და არ არის  საჭირო კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.

1. ჩემი შვილი სწავლობს:
ა. მე-8 კლასში
ბ. მე-11 კლასში

2.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან კომუნიკაციის რომელ ფორმას იყენებთ ქიმიის  მასწავლებელთან ურთიერთობისას უფრო მეტად?
ა. ინდივიდუალურ შეხვედრებს
ბ. ვესაუბრები ტელეფონით
გ. ელექტრონულიფოსტის საშუალებით
დ.ტექსტური შეტყობინებებით (SMS)
ე.  საერთოდ არ მაქვს არანაირი კომუნიკაცია

3. რა სიხშირით ესაუბრებით ქიმიის მასწავლებელს თქვენი შვილის შესახებ?
ა. თვეში ერთხელ
ბ.სემესტრში ერთხელ     
 გ. წელიწადში ერთხელ
დ. არასოდეს, რადგან არ მაქვს დრო
ე. არასოდეს, რადგან არ დავინტერესებულვარ







                                                                                   43  


4. ეკითხებით თუ რა შვილს  რა ჰქონდა დავალებად ქიმიაში და შეასრულა თუ არა ის.
ა. ყოველთვის
ბ. ხშირად
გ. იშვიათად
დ. არასოდეს მიკითხავს, რადგან არ მაქვს დრო
ე. არასოდეს მიკითხავს , რადგან არ დავინტერესებულვარ
ვ. არასოდეს მიკითხავს , რადგან არ ვთვლი საჭიროდ

5. ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს ქიმიის გაკვეთილის და დავალების მომზადების პროცესში?
ა. დიახ
ბ. არა, რადგან არ მაქვს დრო
გ. არა, რადგად არ ვიცი ქიმია
დ. არა,  არ მიცდია არასოდეს
ე. არა, არ ვთვლი საჭიროდ

6. თქვენი აზრით, რაზეა დამოკიდებული ამ საგანში თქვენი შვილის წარმატება თუ წარუმატებლობა
ა.მასწავლებელზე
ბ.მოსწავლეზე
გ. მშობელზე
დ.ყველა ზემოთ ჩამოთვლილზე
ე.  მშობლებსა და მოსწავლეზე
ვ. მასწავლებელსა და მოსწავლეზე
ზ.მშობლებსა და მასწავლებელზე
თ.სხვა______________________

7. რამდენად  ესწრებით  ღონისძიებებს (კონცერტები, წარმოდგენები, საახალწლო სპექტაკლები და ა.შ.),  რომელიც უშუალოდ შეეხება თქვენს შვილს?
ა. ყოველთვის
ბ. ხშირად
გ. იშვიათად
დ.არასოდეს, რადგან არ მაქვს დრო
ე.არასოდეს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ
ვ. არ მქონია ინფორმაცია ასეთი აქტივობების ჩატარების შესხებ






                                                                                        44
8. ზოგადად  რა გიშლით ხელს აქტიურად იყოთ ჩართული თქვენი შვილის სწავლების პროცესში?
ა.მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა, ყოველთვის აქტიურად  ვარ ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში
ბ. საოჯახო და სამსახურეობრივი მოვალეობის გამო არ მაქვს თავისუფალი დრო
გ. არ მესმის ეს საგანი და შესაბამისად ვერ ვარ ჩართული ჩემი შვილის სწავლის პროცესში.
დ.არ ვთვლი საჭიროდ ჩემს ხშირ კონტროლს და მონაწილეობას შვილის სასწავლო პროცესში.
ე. მიჭირს მასწავლებელთან საერთო ენის გამონახვა
ვ.სხვა______________________________________________________

მადლობთ მონაწილეობისათვის!



                                                                                    



























                                                                          45
დანართი 2

                              ქიმიის აკდემიური ცოდნის შეფასების ინსტრუმენტი
                                                      ( VIII და XI კლასები)


აკდემიური ცოდნის შეფასება კომპონენტებისა და კლასების მიხედვით.
 ქვემოთ მოცემული ცხრილი შეიცავს ინფორმაციას მოსწავლის ცოდნის შეფასების შესახებ ქიმიაში, VIII და XI კლასებში კომპონენტების მიხედვით


კომპონენტი
ტესტი/დავალება
მახასიათებლები
კლასი
1

2



აკადემიური უნარების გამოვლენა.
აკადემიური უნარების გამოვლენა.
მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილ ტესტებზე მუშაობა

მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილ ტესტებზე მუშაობა
ინდივიდუალური


ინდივიდუალური
VIII კლასი,


XIკლასი



თითოეული კლასის ტესტებს ახლავს სპეციალური ცხრილი, რომელშიც მოცემულია ქულების ინტერვალები. 









                                                                                    46

                    VIIIკლასი
ჩასატარებელი ტესტები:
აკადემიური უნარების(ცოდნა,გაგება, გამოყენება) გამოვლენის ტესტი

თითოეული ტესტის შედეგები შეფასდება ქულებით. ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ქულების ინტერვალებს, რომლებიც გამოიყენება ტესტირების შედეგების ანალიზისა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენისათვის. მოსწავლის მიერ ტესტებში მიღებული ქულები გამოიყენება მათი სწორად დაჯგუფებისათვის, ასევე მათთვის შესაფერისი სასწავლო მასალის, დავალებებისა და სწავლების მეთოდების შესარჩევად. 


ტესტი



რისკის ზონა
დაბალი მაჩვენებელი
საშუალო მაჩვენებელი
საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი
მაქსიმალური მაჩვენებელი

აკადემიური უნარების სადიაგნოზტიკო ტესტი



7 ქულაზე ნაკლები

7 ქულიდან 13 ქულის ჩათვლით

14 ქულიდან 20 ქულის ჩათვლით

21-დან 26-ის ჩათვლით

27-დან 32 ქულის ჩათვლით










                                                                             47